ფილ გალფონდი პოკერ-რუმის გახსნისთვის ემზადება
რამდენიმე დღის წინ ფილ გალფონდმა პოკერის უამრავი გულშემატკივრის ყურადღება მიიპყრო. RunItOnce-ზე გამოქვეყნებული პოსტი გალფონდისა და მისი მეგობრის მიერ საიტის შექმნის ისტორიით იწყება. პოსტში აღწერილია თუ როგორ ვითარდებოდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული საიტი, რომელიც პოკერის მოთამაშეებს საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესებაში ეხმარება. რა თქმა უნდა, გალფონდის მონოლოგის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მისი პოკერ-რუმის შექმნას ეხებოდა.
როგორც გალფონდი ამბობს, პოკერ-რუმის კონცეფტი სრულადაა შექმნილი და ახლა მის გუნდს სოფტის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და მცირე ტექნიკური დეტალები აქვს მოსაგვარებელი: "იმედი მქონდა, რომ პოკერ-რუმის გახსნის ზუსტი თარიღის გაცხადებას შევძლებდი, მაგრამ სოფტი დახვეწის პროცესშია, რის გამოც სტარტის კონკრეტული თარიღის დასახელება მიჭირს." მან მომავალი პოკერ-რუმის ჰედ ოფისი დაათვალიერა, რომელიც მანილაში მდებარეობს.
უნდა ითქვას, რომ პოკერის სამყაროში გალფონდი ერთ-ერთ ყველაზე დადებით და თავმდაბალ პიროვნებადაა ცნობილი, არაფერი რომ არ ვთქვათ მის წარმატებულ კარიერაზე. მას ხშირად Good Boy of Poker-ს ეძახიან, რის გამოც მისი საიტის წარმატებაში ეჭვი არავის ეპარება. სავარაუდოდ, საიტის სტარტის ასეთი გაჭიანურება იმით აიხსნება, რომ გალფონდი თავისი თამაშის სტილს ბიზნესზეც ავრცელებს, რაც რისკების მაქსიმალურად შემცირებას გულისხმობს, შემდგომი პრობლემების, გაუგებრობებისა და ტექნიკური გაუმართაობის გამო გამოწვეული დაბრკოლებების თავიდან აცილების მიზნით. "ვეცდები ინფორმაცია მუდმივად განვაახლო და გულშემატკივრები საქმის კურსში ჩავაყენო. Run It Once დღითიდღე ძლიერდება. ჩვენ სწორად შერჩეული გუნდი გვყავს, რომელიც წარმოუდგენლად მოტივირებულია, რათა მომხმარებლებს სწორედ ისეთი პლატფორმა შესთავაზოს, როგორზე თამაშზეც ჩვენ ვოცნებობდით" - ამბობს ლეგენდარული გრაინდერი.





