გას ჰენსენისა და დევიდ ოპენჰაიმის დაპირისპირება ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა

რამდენიმე დღის წინ პოკერის ლეგენდა, დოილ ბრანსონი საკუთარი 'ტვიტერის' გვერდზე 'ბელაჯიოს' Bobby's Room-ში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერდა. ბრანსონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 48 საათიანი სესიის განმავლობაში ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით ორი მოთამაშე გამოირჩეოდა, რომელთა ვინაობაც ბრანსონმა არ გათქვა. 'ბელაჯიოსთვის' და განსაკუთრებით მისი 'ვიაიპი' ოთახებისთვის დიდი თამაშები და დიდი სახელები უცხო არასდროს ყოფილა, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას ეს დაპირისპირება იმ მიზეზით იმსახურებს, რომ მასში თანამედროვე პოკერის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი, გას ჰენსენი მონაწილეობდა, რომელიც დიდი პოკერის სცენიდან რამდენიმე წლის წინ გაქრა. 

Pokernyhederne-ზე ცნობილი გახდა, რომ ფიზიკური კონფლიქტი იქამდე მივიდა, რომ სათამაშო ჩიპები და კარტები იატაკზე აღმოჩნდა. გას ჰენსენი კი საკუთარი 'ფეისბუქის' გვერდზე შემდეგ კომენტარს ავრცელებს: "კიდევ ერთი განახლება Bobby's Room-დან - სიტუაცია დაიძაბა, რასაც ხმამაღალი ლაპარაკი და ჩიპების, პირდაპირი გაგებით, ფრენა მოჰყვა. დევიდ ოპენჰაიმი და თქვენი მორჩილი, გას ჰენსენი, მძიმე დაპირისპირებაში აღმოვჩნდით. საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე არ მისულა, მაგრამ ვფიქრობ, მეც და ოპენჰაიმიც მზად ვიყავით სიტუაციის უკონტროლო მდგომარეობამდე მისაყვანად."

Pokernyhederne-ის ინფორმაციით ასევე ცნობილი გახდა, რომ გას ჰენსენმა ფრენას ვერ მიუსწრო, რის გამოც ახალი წლის საღამოს გატარება თავის მეგობართან, ერიკ საგსტრომთან მოუხდა. უცნობია, დათანხმდა თუ არა ლეგენდარული დანიელი მოთამაშე ფილ აივის საახალწლო წვეულებაზე მიპატიჟებას. 

რუმები

ქართული უცხოური