რა უნდა ქნას ფილ აივიმ 2017 წლის გამოსასწორებლად?

2016 წელი აივის კარიერაში ის პერიოდი აღმოჩნდა, რომლის დავიწყებასაც ნებისმიერი მოთამაშე ისურვებდა. აივის, სხვადასხვა დაუნსვინგების გარდა, ორი დიდი პრობლემა აწუხებს: ლონდონისა და ბორგატას კაზინოებში მოგებულ თანხებზე მიმდინარე სასამართლო დავები, რომელთა მიხედვითაც ლეგენდარულ მოთამაშეს კაზინოსთვის ფულის დაბრუნება დაევალა. ამით კი აივის დანაკლისმა მინიმუმ $20.000.000 დოლარი შეადგინა. 

გამოცემა PokerUpdate 10 სამაჯურის მფლობელ მოთამაშეს შემდეგ რჩევებს აძლევს: 

აივიმ უნდა მოიშოროს ე.წ. "უპირატესობის გამომყენებელი მოთამაშის" იმიჯი. ტერმინი "უპირატესობის გამოყენება" მაშინ დამკვიდრდა, როდესაც აივის ბაკარას თამაშის გამო პრობლემები გაუჩნდა. "უპირატესობის გამომყენებელ მოთამაშედ" ჩაითვლება, მაგალითად, ის ვინც ბლექჯექში კარტებს ითვლის, ანუ მოთამაშე, რომელიც თამაშის მსვლელობას საკუთარი შესაძლებლობებით მაქსიმალურად აკონოტროლებს. გულახდილად რომ ვთქვათ, ასეთი ადამიანების მიმართ ყოველთვის ჩნდება განცდა, რომ ისინი გარკვეულწილად თაღლითობენ. ყოველ შემთხვევაში, აივიმ ასეთი იმიჯის გამო $20.000.000 დოლარი დაკარგა და ჯერჯერობით არავის ნდობა არ დაუმსახურებია.

აივი პოკერს უნდა დაუბრუნდეს - მსოფლიოში პოკერის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული აივი ყველაფერშია გარეული პოკერის გარდა. ყოველ შემთხვევაში, 2016 წლის ნიუსებით თუ ვიმსჯელებთ, აივის სახელი მხოლოდ სასამართლოსთან ერთად იბეჭდება. 2017 წელს, ასაკის მატებასთან ერთად, აივის საშუალება ექნება პოკერის დიდების დარბაზის წევრი გახდეს, რაც სავარაუდოდ მის პოკერისკენ შემობრუნებას შეუწყობს ხელს. 

აივიმ უნდა მოძებნოს ალტერნატიული შემოსავლის წყარო - აივი, უამრავი ნიჭის გარდა, იმ ფაქტიტაცაა ცნობილი, რომ მას პოკერის სხვადასხვა სახეობა და ზოგადად ბანქოს სხვადასხვა თამაში იზიდავს. დივერსიფიკაციისკენ მიდრეკილმა ადამიანმა კი ნამდვილად უნდა მოსინჯოს ძალები გაცილებით სტაბილურ საქმეში, სადაც იღბლის ფაქტორი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. მან უკვე სცადა Ivey Poker-ის ბრენდად ქცევა, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ. მისი სანაცნობო წრის გათვალისწინებით რთული არ უნდა იყოს რამდენიმე კარგი კომპანიონის მოძებნა.

აივიმ აუცილებლად უნდა დაასპონსოროს ფედორ ჰოლცი - თუ ბიზნესზე გვაქვს ლაპარაკი, პოკერის მოთამაშისთვის ბექინგი და ტურნირის მონაწილეში ფულის ჩადება უცხო ნამდვილად არ უნდა იყოს. ფედორ ჰოლცი კი ასეთი შემთხვევებისთვის საუკეთესო ვარიანტია. აივის შეუძლია ფედორ ჰოლცის ყველა ბაი-ინი და ტურნირებთან დაკავშირებული სხვა ხარჯები გადაიხადოს, სამაგიეროდ კი ჰოლცის მოგებიდან 60% მიიღოს. 2016 წელს აივის რომ ასე ექნა, ახლა ბორგატასთვის გადასახდელი $10 მილიონი უკვე მოგროვებული ექნებოდა. 

 

 

რუმები

ქართული უცხოური