რა გავლენას იქონიებს ტრამპის პოლიტიკა ონლაინ პოკერზე?

დონალდ ტრამპი, ამერიკის ისტორიაში, კაზინოს მფლობელი პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელსაც შემდეგ სამ მტკივნეულ საკითხზე მოუწევს მუშაობა: ონლაინ გემბლინგი, ონლაინ ტოტალიზატორები და Daily Fantasy Sports. 

აზარტული ინდუსტრიის სახელით, American Gaming Association-მა (AGA) არჩეულ პრეზიდენტს იმ პრობლემათა ჩამონათვალი გაუგზავნა, რომელიც ამერიკული სათამაშო ინდუსტრიისთვის განსაკუთრებულ, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს. მათ შორის რამდენიმე რეგულაცია შევიდა: ონლაინ ბეთინგის ლეგალიზება, არალეგალურ გემბლინგთან მიმართებაში უმკაცრესი ზომების მიღება, საგადასახადო რეფორმა და, რაც ყველაზე მთავარია, - საემიგრაციო პოლიტიკა, რომელმაც უცხოელ მოთამაშეებს ამერიკულ კაზინოებზე წვდომის საშუალება უნდა მისცეს. 

"პრეზიდენტ ტრამპის, მისი ადმინისტრაციისა და კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ათწლეულების განმავლობაში უდიდეს გავლენას მოახდენს არამხოლოდ ამერიკულ სათამაშო ბიზნესზე. ამიტომ ყველას მაქსიმალური მობილიზება გვმართებს" - ამბობს American Gamging Association-ის ვიცე-პრეზიდენტი. 

ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლობისტის, კირკ ბლალოკის აზრით, ტრამპის მმართველობაში მოსვლა საფრთხის შემცველი არ უნდა იყოს, რადგან მან დეტალურად იცის, თუ როგორ მუშაობს აზარტული ინდუსტრია და რა არის საჭირო მისი განვითარებისთვის. 

დონალდ ტრამპი, წარსულში, ატლანტიკ სიტისა და ინდიანაში სამი კაზინოს მფლობელი იყო: Trump Plaza და Trump Taj Mahal დაიხურა, ხოლო მესამე - Trump Marina ტეხასელმა მილიარდერმა, ტილმან ფერტიტამ იყიდა და ახლა ის Golden Nugget-ის სახელითაა ცნობილი. როგორც სექტემბერში მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, ონლაინ გემბლინგთან დაკავშირებით მას ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერჯერობით არ გააჩნდა - "ამ საკითხს უამრავი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს. ჩემი მეგობრები კი ორივე მხარეს მრავლად არიან." 2015 წელს კი, Fox Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა ონლაინ ტოტალიზატორებსა და Daily Fantasy Sport-ის შესახებ ისაუბრა: "მე ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს. წინააღმდეგობის გაწევაში აზრს ვერ ვხედავ."

როგორც 1980-იან წლებში დონალდ ტრამპის ინდიანაში არსებული კაზინოს ყოფილი მრჩეველი, სტივ ნორტონი ამბობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპმა ონლაინ გემბლინგისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადადგას. თუმცა, იმ შტატებში, სადაც ონლაინ პოკერი ნებადართულია, აკრძალვების შემოღება ნაკლებად უნდა ვივარაუდოთ. ინტერნეტ თამაშების კუთხით ტრამპის არასახარბიელო ნაბიჯების პროგნოზირებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ისიც თამაშობს, რომ მისი მეგობარი და აზარტული ბიზნესის მულტიმილიარდერი მაგნატი, შელდონ ადელსონი ონლაინ გემბლინგის აკრძალვის აქტიური მოთხოვნით გამოდის. 

რუმები

ქართული უცხოური