პროფესიონალი მოთამაშის მეორედ დაბადება - ერიკ საიდელის ისტორია

სანამ მსოფლიო ფედორ ჰოლცით, დაგ პოლკით, ჯეისონ მერსიერითა და პოკერის სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებითაა დაკავებული, რომლებიც ამომავალ ვარსკვლავებად ითვლებიან, სათამაშო სამყაროს ვეტერანი, ერიკ საიდელი კარიერულ მოგებებში $30 მილიონიან ნიშნულს აბიჯებს. 50 წელს გადაცილებული გემბლერების უმეტესობა ან ტაიმაუტს იღებს, ან კონსერვატულ პოკერს უბრუნდება, ან წამგებიან თამაშს იწყებს. ერიკ საიდელი კი ყველაფერს თავდაყირა ატრიალებს - რაც უფრო მეტი დრო გადის, მისი თამაში მით უფრო იხვეწება. 

მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში, საიდელმა $200.000 (ჰონგ კონგური დოლარი) ჰაი როლერ ტურნირზე მე-4 პოზიცია დაიკავა; გარდა ამისა, მან კიდევ რამდენიმე ძვირადღირებული ტურნირის ფინალურ მაგიდაზე თამაში მოახერხა, რამაც მისი სატურნირო მოგება $32.62 მილიონ დოლარამდე გაზარდა. 

2011 წელი, საიდელის კარიერაში, გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. იმ დროს, როცა გამოცდილ მოთამაშეს უკან უნდა დაეხია, როდესაც ფინანსური პრობლემები ფაქტიურად ვეღარ იჩენდა თავს, როცა ის სამაჯურების ნაკლებობასაც არ განიცდიდა, საიდელმა მეორე ცხოვრება დაიწყო. რამდენიმე ჰაიროლერ ტურნირის მოგების გარდა, მან NBC Heads Up Poker Championship მოიგო, რაც პოკერის სამყაროში ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად ითვლება. 2011 წლისთვის, როდესაც საიდელმა სამართლიანად დაიმსახურა ზედმეტსახელი Seiborg, მისმა მოგებამ $6.53 მილიონ დოლარს მიაღწია. აღტაცებას ვერავინ მალავდა, მაგრამ მის ასეთ წარმატებას მაინც მოკლევადიან აპსვინგს მიაწერდნენ. იმ მომენტში არავინ იცოდა, რომ 2011 წლის შემდეგ საიდელი კიდევ $20 მილიონ დოლარს მოიგებდა. 

საიდელის მოგებები 2011 წლის შემდეგ:

  • 2011 წელი - $6.530.000
  • 2012 წელი - $271.774
  • 2013 წელი - $2.117.884
  • 2014 წელი - $1.536.887
  • 2015 წელი - $5.093.703
  • 2016 წელი - $4.723.332

სატურნირო კარიერის განმავლობაში, ერიკ საიდელს, 16-ჯერ ჰქონდა მიღებული ნახევარ მილიონ დოლარზე დიდი ოდენობის ერთჯერადი ანაზღაურება, აქედან 2011 წლამდე - მხოლოდ 5. საიდელი კარგა ხანს იყო მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ მოთამაშეთა სიის სათავეში. მხოლოდ 2014 წელს მოახერხა დენიელ ნეგრანუმ მისი გასწრება, რაშიც კანადელ მოთამაშეს Big One for One Drop-ზე დაკავებული მეორე ადგილი დაეხმარა. 

ნოემბრის დასაწყისში ერიკ საიდელს 57 წელი შეუსრულდა. როგორც წესი, მოთამაშეთა უმეტესობა, რომლებიც თავიანთ 20-30-იან წლებში წარმოუდგენელ აგრესიას აჩვენებენ, გვიანდელ ეტაპებზე პასიურ თამაშზე გადადიან, გაბედულებას ვეღარ იკრეფენ, გამართლებული რისკების აღება უჭირთ და სხვა მსგავს პრობლემებს აწყდებიან. ამ მხრივ, საიდელი ნამდვილ ენიგმად შეიძლება ჩაითვალოს - მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ტურნირს თუ მოძებნით, ფინალურ მაგიდებზე ერიკ საიდელის პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. პოკერის არაერთი ლეგენდა უსვამს ხაზს იმ ფაქტს, თუ როგორი გართულებულია თანამედროვე პოკერი - მათ შორის დენიელ ნეგრანუ და ფილ ჰელმუტიც არიან, რომლებიც, წარმატებული კარიერის მიუხედავად, ახალი თაობის მოთამაშეთა სტილის სირთულეზე და ამოუხსნელობაზე აკეთებენ აქცენტს. თუმცა, ერიკ საიდელი, როგორც ჩანს, განსაკუთრებული მოვლენაა - მას არცერთი თაობისა და სტილის მოთამაშე არ უქმნის დისკომფორტს. მან მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც პოკერის მოთამაშეს შეუძლია. ერთადერთი მიზანი, რომელიც საიდელს მიუღწეველი დარჩა, WSOP-ის მეინ ივენთის მოგებაა. 

რუმები

ქართული უცხოური