მარტინ რაიანმა WSOPC-ის ბეჭედი ზედიზედ ორჯერ მოიგო; დევიდ პიტერსი PokerStars ACOP-ის გამარჯვებულია

2016 წლის World Series Of Poker Circuit-ის $365 დოლარიან 22-ე ივენთზე, 121 დარეგისტირებული მოთამაშიდან, ფულში, მხოლოდ 12 შევიდა. ჰედს-აპზე ჯორჯ გრიფინის დამარცხების შემდეგ, მარტინ რაიანმა WSOP Circuit-ის ოქროს ბეჭედი და $10.900 დოლარიანი ანაზღაურება მიიღო. სულ რაღაც ერთი დღით ადრე, რაიანმა WSOPC-ის მე-19 ივენთის, პოტ ლიმიტ ომაჰას ტურნირის მოგება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის იმავე დღეს, მარტინ რაიანის მსგავსად, მაიკ ლეამაც ზუსტად იგივე ივენთი მოიგო. ფინალური ჰედს-აპის სტარტისთვის, გრიფინის სტეკი ორჯერ აღემატებოდა რაიანისას, მაგრამ მალე რაიანმა "ანგარიშის გათანაბრება" შეძლო, რაც გრიფინის ტოპ წყვილს საკუთარი სთრეითი დაუპირისპირა. მალე გრიფინი შორტსტეკის პოზიციაში აღმოჩნდა, რამაც აგრესიული თამაშისკენ უბიძგა. მართალია, მან 4-ჯერ მოახერხა გაორმაგება, მაგრამ მე-5 სარისკო ოლინის დროს, 77-ით შეიარაღებული გრფინი, რაიანის QJ-ის წინააღმდეგ აღმოჩნდა და ამჯერად კოინფლიპის მოგება ვეღარ შეძლო. რივერზე დადებული Q-ის წყალობით, რაიანმა ზედიზედ ორი ოქროს ბეჭდის მოგება შეძლო. 

კიდევ ერთი დასამახსოვრებელი აპსვინგი, რომლის შემჩნევაც შეუძლებელი იყო, დევიდ პიტერსს ეკუთვნის. ჯერ კიდევ გასულ თვეში, პიტერსმა PokerStars-ის Sunday Million-ის მოგება შეძლო, $143.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. მაკაუში გაფრენისა და PokerStars-ის Asia Championship of Poker-ის ფესტივალზე თამაშის განმავლობაში, პიტერსმა კიდევ $630.000 დოლარის მოგება შეძლო. ფინალურ ჰედს-აპზე, პიტერსი, ინგლისელ ბიზნესმენსა და მოყვარულ მოთამაშეს, პოლ ნიუის დაუპირისპირდა. მისი ჩიპლიდი მთელი თამაშის განმავლობაში აშკარა იყო. საბოლოოდ, ინგლისელმა მოწინააღმდეგის წნეხს ვერ გაუძლო და K6-ით პიტერსის A8-ის წინააღმდეგ ოლინ სიტუაციაში აღმოჩნდა. პოლ ნიუიმ ბორდით გაძლიერება ვეღარ შეძლო და გამარჯვება პიტერსს დარჩა. 

 

რუმები

ქართული უცხოური