პოკერის ლეგენდა: გას ჰენსენი

იშვიათად თუ იარსებებს პოკერის მოყვარული, ვისაც გას ჰენსენსა და დენიელ ნეგრანუს შორის წლების წინ გათამაშებული დარიგება არ უნახავს, რომელშიც კანადელი რამდენიმე ასეულათას დოლარს აგებს ჰენსენის ქუადსის წინააღმდეგ. ამ დარიგებამ ჰენსენიც და ნეგრანუც მსოფლიო პოკერის ვარსვკლავებად აქცია, რომელთა სახელები 'პოკერის ბუმის' საწყისი პერიოდისთვის უმთავრესი სახელები გახდა. 2000-იანების დასაწყისში, ჰენსენმა ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა - ის WPT-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშეა, არაფერს ვამბობთ ონლაინ პოკერში მის არნახულ წარმატებაზე, სადაც დანიელმა ვარსკვლავმა მილიონები მოაგროვა. 

ე.წ. "შავი პარასკევის" შემდეგ, როცა პოკერის დაღმასვლა დაიწყო, ჰენსენის წარმატებაც უკან წავიდა. თავდაპირველად FullTiltPoker-ს დაუდგა მძიმე დღეები, მაგრამ Amaya-ს მიერ ლეგენდარული პოკერ რუმის შეძენის შემდეგ, ჰენსენს გამოცოცხლების საშუალება მიეცა. ვიქტორ ბლომსა და ტომ დუანთან ერთად, ჰენსენი, FullTiltPoker-ის პროფესიონალთა გუნდის წარმომადგენელი გახდა. მაგრამ Amaya-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, პოკერ-რუმის შეცვლილი სტრატეგია მოთამაშეების დასპონსორებას არ ითვალისწინებდა. ამიტომაც ზემოთხსენებული ტრიო საკუთარი ცოდნისა და უნარების იმედად დარჩა. 

FullTiltPoker-ის პროფესიონალთა გუნდის დაშლის შემდეგ, ჰენსენმა PokerStars-ზეც და მშობლიურ რუმზეც მილიონობით დოლარიანი დაუნსვინგი განიცადა, რასაც რამდენიმეწლიანი შესვენება მოჰყვა. დაახლოებით ნახევარი წლის წინ კი, ჰენსენი ვეგასში, $2.000/$4.000 ლიმიტის მაგიდებთან შეამჩნიეს, ფილ აივისთან და პატრიკ ანტონიუსთან ერთად. ამის შემდეგ იყო ონლაინ პოკერში დაბრუნების მცდელობა და კვლავ ხანგრძლივი პაუზა. თუ რას აკეთებს, რითაა დაკავებული და სად იმყოფება ამჟამად გას ჰენსენი, ამის გარკვევას PokerNews-ის ჟურნალისტი შეეცადა:

გას, ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილხარ. როგორ ხარ, როგორ მიდის შენი ცხოვრება?

წუწუნის უფლება ნამდვილად არ მაქვს, თავს კარგად ვგრძნობ. ერთი-ორჯერ ლას ვეგასში ჩავედი, მაგრამ ბევრი არაფერი გამიკეთებია. წლის ბოლსთვის და განსაკუთრებით შემდეგი წლიდან, აქტიურად ვაპირებ ტურნირების თამაშს. ბოლო წლებში დანიაში ვცხოვრობ, სადაც ჩემს ძველ მეგობართან ერთად მუსიკალურ ინდუსტრიაში ჩავერთე. სიმართლე რომ ვთქვა, საქმე კარგად არ წაგვივიდა. ამიტომაც ისევ გემბლინგში დაბრუნებას ვაპირებ. 

გემბლინგში პოკერს გულისხმობ, თუ უბრალოდ გემბლინგს?

გემბლინგი გემბლინგია! რა თქმა უნდა, პოკერიც მისი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ყველამ იცის, რომ მე ნარდის პროფესიონალი ვიყავი. შეიძლება ამ სფეროშიც ამოვყო თავი, მაგრამ არც პოკერში გააქტიურებას გამოვრიცხავ - მომავალი წლის Aussie Millions-ზე აუცილებლად ვითამაშებ. 

დენიელ ნეგრანუმ, თავის ბლოგში, ლას ვეგასში შენთან ერთად ნათამაშები უკანასკნელი სესია გაიხსენა, სადაც ჰაი სტეიკს პოკერის ვეტერანებიც იყვნენ ჩართულები. როგორ წაგივიდა მაშინ საქმე?

სამწუხაროდ, ჩემს მეხსიერებაში ეს ამბავი საუკეთესო მოგონებად ვერ დარჩება. მე თითქმის ერთი წლის განმავლობაში ერთი დარიგებაც კი არ მქონდა ნათამაშები და უცებ საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ აღმოვჩნდი. აშკარად ჟანგმოკიდებულ მოთამაშეს ვგავდი. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, პოკერი მაინც მიყვარს და მაინც საუკეთესო თამაშად ვთვლი. 

მთელი წლის განმავლობაში პოკერთან ყოველგვარი შეხების შეწყვეტა რა გარემოებამ გადაგაწყვეტინა?

საიდუმლო ნამდვილად არაა ის ფაქტი, რომ უკანასკნელ წლებში დიდი ფული წავაგე. ამიტომაც ხანგრძლივი შვებულების აღება გადავწყვიტე, რაც 'ჭრილობების შეხორცებაში' დამეხმარებოდა. 

რას ფიქრობ სათამაშო ინდუსტრიის მედია სივრცეში შესვლაზე? შენ გარკვეული გამოცდილება გაქვს Eurosport-ზე ნარდის ჩემპიონატების კომენტატორობის.

ამაზე ხშირად მიფიქრია და ეს საქმიანობა მომწონს კიდეც. სიმართლე რომ ვთქვა, ლაპარაკი მიყვარს. და ლაპარაკი აუცილებლად პირდაპირი უნდა იყოს! რა თქმა უნდა, ამაში უზრდელობას ან არადიპლომატიურობას არ ვგულისხმობ, მაგრამ ხშირად მითქვამს: დენიელ ნეგრანუ, შენ ძალიან ცუდად ითამაშე! და მას ეს ღიმილით, სრულიად მშვიდად მიუღია, იმიტომ, რომ მიცნობს. ყოველთვის, როცა WSOP-ის ან რომელიმე დიდი ივენთის ფინალურ მაგიდას უყურებთ, კომენტატორებისგან გაიგებთ ფრაზას: ეს მსოფლიოს საუკეთესო 9 მოთამაშეა. რა სისულელეა! შენთვის სრულიად უცნობ ადამიანს ცუდ მოთამაშეს ვერ დაუძახებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას საუკეთესოს წოდება მიანიჭო. 

ისევ აპირებ 48 საათიანი სესიების თამაშს? არ გეუბნები, რომ დაბერდი, მაგრამ აშკარად იმაზე მეტის ხარ, ვიდრე 2000-იანების დასაწყისში...

ჰო, 22 წლის ნამდვილად აღარ ვარ და ამის გაანალიზებას ახლა ვიწყებ. ვეგასში უკანასკნელი ვიზიტის დროსაც საკმაოდ ვრცელი სესიები მქონდა, მაგრამ ვატყობ, რომ აშკარად უნდა შევამცირო ჩემი მაგიდასთან გასატარებელი პერიოდი. 

ჩემი საყვარელი დარიგება ზუსტად შენი და ნეგრანუს დაპირისპირებაა, სადაც ქუადსით მის ფულჰაუსს მოუგე. როგორი იყო მაშინ თამაში?

მაშინ მოთამაშეებში ფულის დეფიციტი ნამდვილად არ არსებობდა. პოკერის ბუმი ახალი დაწყებული იყო. ჩვენნაირ მოთამაშეებს დიდი ტურნირების უფასოდ თამაშის შესაძლებლობა ჰქონდათ. უამრავი კარგ პროფესიონალს სპონსორი ჰყავდა, რომელიც მის ხარჯებს სრულად ფარავდა. ვფიქრობ, ადრე გაცილებით ლუს თამაში მიმდინარეობდა, ვიდრე ახლა. 2016 წელს, 2003-თან შედარებით, ბევრად კონსევარტული პოკერი ახასიათებს, მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეები ბევრად აგრესიულები არიან. 

რუმები

ქართული უცხოური