დაგ პოლკი $100 დოლარიანი ბანკროლის ჩელენჯს დაუბრუნდა

ონლაინ გრაინდერი და, სავარაუდოდ, მსოფლიოს საუკეთესო ჰედს-აპ მოთამაშე, დაგ პოლკი, ორთვიანი შესვენების შემდეგ, $100 დოლარიანი ბანკროლის ჩელენჯს მიუბრუნდა. როგორც მოგეხსენებათ, დაგ პოლკმა ის მოთამაშეები გააკრიტიკა, რომლებიც რამდენიმემილიონიანი ბანკროლის უქონლობის გამო წუწუნებენ და მათი არგუმენტების გასაქარწყლებლად განსაკუთრებული მიზანი დაისახა - $100 დოლარით $10.000-იანი ბანკროლის შეგროვება. მისი ვარაუდებით, მსგავსი ჩელენჯის დასასრულებლად 6 კვირა სრულებით საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ თამაშის მე-9 დღეს მისი ბანკროლი $50 დოლარიან ზღვარს ჩამოცდა. 

ასეთი დაბრკოლება პოლკის შეჩერებას ნამდვილად ვერ შეძლებდა - მოთამაშემ მიკრო ბაი-ინიან ტურნირებს შეუტია და რამდენიმე მათგანის მოგების შემდეგ $500 დოლარიან ზღვარს გადაცდა. მაგრამ მძიმე დღეები წინ იყო: ¢10/¢20 ლიმიტის ჰედს-აპ თამაში მისთვის ურთულესი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლკის სტანდარტული გათამაშება, ზოგჯერ, რამდენიმე ასეულათასს შეადგენს, მოთამაშემ ოცცენტიანი ბლაინდის პირობებში საოცრად ცუდი შედეგი აჩვენა, რაც ბანკროლის $140 დოლარამდე შემცირების მიზეზი გახდა. 

$100 დოლარიანი ჩელენჯის გარდა, პოლკის საქმეები რეალურ თამაშშიც საგრძნობი სვინგებით მიდიოდა: მაღალი ლიმიტის ქეშ-გეიმებზე $200.000 დოლარის წაგების შემდეგ, პოლკმა WCOOP-ის სერიაზე საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა - $10.000 დოლარიანი ჰაი როლერის ივენთზე, მეორე ადგილისთვის, $455.000 დოლარი მიიღო; ხოლო WCOOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებულის, ჯონას ლოკის დაბეკინგების შემდეგ, პოლკის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

წარმატებული პერიოდის შემდეგ, პოლკი კვლავ $100 დოლარიან ჩელენჯში ჩაერთო და $1 SNG მაგიდებს შეუტია. მისმა მოგებამ $7 დოლარი შეადგინა, რამაც ბანკროლი $149 დოლარამდე გაზარდა. მისი სესიების ნახვა 'ტვიჩზე' ყოველ ორშაბათს და პარასკევსაა შესაძლებელი. პოლკის მიერ დაანონსებული 6 კვირის ნაცვლად, სავარაუდოდ, $10.000 დოლარის შეგროვებას 6 თვე მაინც დასჭირდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ პოლკი ბანკროლის განოლებას გადაურჩება. 

რუმები

ქართული უცხოური