აშშ-ის შემოსავლების სამსახური - WSOP-ის რეალური გამარჯვებული
როგორც ონლაინ ჟურნალ HighStakesDB-ზე გამოქვეყნებულ სტატიაშია აღწერილი, WSOP-ის მეინ ივენთის ნამდვილი გამარჯვებული ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურია, რომელმაც 2016 წლის მეინ ივენთის ფინალური მაგიდის მონაწილეთაგან $10.000.000 დოლარზე მეტი მიიღო.
გუშინდელი ფინალური მაგიდის წევრებისგან, განსაკუთერბით გორდონ ვაიო დაიჩაგრა, რომელმაც 'ბიძია სემს' (U.S. - Uncle Sam) მოგების 51.46% უნდა გადაუხადოს. სამაგიეროდ მე-6 ადგილის მფლობელი, ბელგიელი კენი ჰალერტი, ბელგიური კანონმდებლობის შესაბამისად, სრულიად თავისუფალია ყოველგვარი მოგების გადასახადისგან.
პირველადგილოსანმა კი დროულად მოასწრო ლას ვეგასში დაბინავება - ვიეტნამური წარმოშობის ქუი ნუინს, რომელიც ამჟამად ვეგასში ცხოვრობს, ნევადის შტატში დაწესებული გარკვეული შეღავათების მიხედვით, სახელმწიფო შემოსავლების სამსახურისთვის მხოლოდ 41.51%-ის გადახდა მოუწევს, რაც $3.323.157 დოლარს შეადგენს. კალიფორნიელ გორდონ ვაიოს, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მე-2 ადგილი დაიკავა, მოგებული $4.661.228 დოლარიდან მხოლოდ $2.262.428 დოლარი დარჩა.
როგორც ჩანს, მოთამაშეების ბანკროლის ზრდა არამხოლოდ ტურნირის ადგილის მიხედვით განისაზღვრება - 2016 წლის WSOP მეინ ივენთის 'ნოემბრის ცხრიანის' საპრიზო ანაზღაურება და რეალური მოგება, რომელიც ამ უკანასკნელი მონაცემის მიხედვითაა თანმიმდევრულად დალაგებული, შემდეგნაირად გამოიყურება:
პოზიცია | მოთამაშე | საპრიზო ანაზღაურება | რეალური მოგება |
1 | ქუი ნუინი | $8.005.310 | $4.682.153 |
2 | გორდონ ვაიო | $4.661.228 | $2.262.428 |
3 | კლიფ ჯოზეფი | $3.453.035 | $1.778.467 |
5 | ვოიტეკ რუზიკა | $1.935.288 | $1.644.995 |
6 | კენი ჰალერტი | $1.464.258 | $1.464.258 |
4 | მაიკლ რუანი | $2.576.003 | $1.397.478 |
7 | გრიფინ ბენგერი | $1.250.190 | $875.133 |
8 | ჯერი ვონგი | $1.100.076 | $689.300 |
9 | ფერნანდო პონსი | $1.000.000 | $550.416 |