უკვე მე-3 დღეა, რაც პატრიკ ანტონიუსი ონლაინ პოკერის რეიტინგებს ლიდერობს

HighStakesDB-ის მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი კვირა ფინელი ლეგენდისთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა - უკვე მე-3 დღეა, რაც პატრიკ Fake Love888 ანტონიუსი PokerStars-ის ყველაზე წარმატებული მოთამაშეების ლიდერბორდის სათავეში დგას. მხოლოდ გუშინდელი სესიის წყალობით, ფინელმა მოთამაშემ, $86.000 დოლარის მოგება მოახერხა.

გასული დღის $1.000/$2.000 ლიმიტის 8-გეიმსის სამსაათიანი სესია, ანტონიუსმა რამდენიმე ცნობილი სახელის წინააღმდეგ ითამაშა: ფინელი სამი კელოპურო და ილარი საჰამისი, რუსი ტიმოფეი კუზნეცოვი და ალექსანდრ კოსტრიცინი, ასევე ამერიკელი დენიელ ქეითსი - ყოველი მათგანი ანტონიუსის მსხვერპლი გახდა. სესიის პირველი საათი, ანტონიუსმა, ე.წ. 0-ში ითამაშა, მაგრამ შემდეგმა საათმა $100.000 დოლარიანი პროფიტი მოიტანა. კელოპუროს მიერ მცირედი კონტრშეტევის შემდეგ, ანტონიუსის დღიურმა მოგებამ $86.000 დოლარი შეადგინა. პატრიკ ანტონიუსის მიმდინარე კვირის მოგებამ უკვე $300.000 დოლარს გადააჭარბა. 

დღის ნომერ მეორე მოთამაშე ფრანგი ალექს ლუნიუ აღმოჩნდა, რომელმაც საათნახევრიანი სესია $38.000 დოლარის პლუსში დაასრულა. დღის განმავლობაში კი, მან, $400/$800 ლიმიტზე, $51.000 დოლარის მოგროვება შეძლო. 

გუშინწინდელ 8-გეიმსის სესიაზე, პატრიკ ანტონიუსმა ალექსანდრ კოსტრიცინის წინააღმდეგ $126.500 დოლარი მოიგო. შესვენების შემდეგ, სესია კიდევ 40 წუთს გაგრძელდა და ანტონიუსმა დამატებითი $65.000 დოლარი მიიღო. მაგრამ კოსტრიცინის გაბრძოლებისა და გარკვეული თანხის უკან დაბრუნების შემდეგ, ფინელის დღიურმა მოგებამ $130.000 დოლარი შეადგინა. 

რუმები

ქართული უცხოური