იაკუბ მიშალაკი EPT Malta High Roller-ის გამარჯვებული გახდა

PokerStars.com EPT Malta-ს ფარგლებში ჩატარებული €10.300 ევროიანი ერთდღიანი ჰაიროლერ ტურნირზე 64 მოთამაშე დარეგისტრირდა. პირველივე დღესვე  ტურნირს 20 მოთამაშე გამოეთიშა, თუმცა ოცივემ, მეორე დღისთვის დაგეგმილ სტარტზე, რე-ბაის საშუალებით, პირველი ადგილისთვის დაწესებული €224.100 ევროსთვის ბრძოლა თავიდან დაიწყო. 

ტურნირის გამარჯვებული WCOOP-ის ფინალისტი და ISPT-ის ჩემპიონი - პოლონელი იაკუბ მიშალაკი გახდა, რომელმაც სამ მოთამაშეს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე €178.133 ევრო მიიღო. ტურნირის მოგება მით უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელი გახდა, როცა გაირკვა, რომ მიშალაკს ისეთი მოთამაშეები დაუპირისპირდებოდნენ, როგორებიც სტივ ო'დუაიერი, სკოტ სივერი, პრატიუშ ბუდიგა და ადრიან მატეოსი არიან. 

ფინალური ჰედს-აპი, პოლონელმა მოთამაშემ, ანდერდოგის სტატუსით დაიწყო. მიუხედავად როკო პალუმბოს ჩიპლიდისა, მიშალაკმა მის წინააღმდეგ უკეთესი ორი წყვილით გაილაშქრა, რაც სტეკების ცვლილებებისთვის გადამწყვეტი დარიგება აღმოჩნდა. შორტსტეკად დარჩენილმა იტალიელმა, მართალია გაორმაგება შეძლო, მაგრამ მის სტეკს რეალური ბრძოლისუნარიანობა დაკარგული ჰქონდა და საბოლოოდ K9-ით, მიშალაკის 22-ის წინააღმდეგ დამარცხდა. 

საბოლოოდ ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პოზიციამოთამაშექვეყანასაპრიზო თანხა
1იაკუბ მიშალაკიპოლონეთი€178.133
2როკო პალუმბოიტალია€138.736
3ჩარლი კარელიდიდი ბრიტანეთი€170.753
4ორფენ ქიშაჯიქოღლუთურქეთი€80.250
5სკოტ სივერიაშშ€63.550
6ბეჰზად აჰადპურიირანი€49.700
7პრატიუშ ბუდიგააშშ€39.100
8ადრიან მატეოსიესპანეთი€30.550
9მორტენ მორტენსენიდანია€23.200
10სტივ ო'დუაიერიირლანდია€20.400
11დიეგო ზაიტერიარგენტინა€20.400

 

რუმები

ქართული უცხოური