გი ლალიბერტეს მწვრთნელი დენიელ ნეგრანუ იქნება

თუ მილიარდების მფლობელი ხარ და მსოფლიოს უძვირესს ტურნირს თამაშობ, რომლის ბაი-ინი €1.000.000 ევროს შეადგენს, ლაივ ტურნირებზე ყველაზე წარმატებული მოთამაშის მწვრთნელად აყვანა სწორი ნაბიჯიც იქნება და ხელმისაწვდომიც. გი ლალიბერტეც სწორედ ასეთი შესაძლებლობებისა და ამბიციების მქონე ადამიანია. წლევანდელ Big One for One Drop მილიონევროიან ტურნირზე მისი მწვრთნელი კანადელი, აწ უკვე ამერიკის მოქალაქე, დენიელ KidPoker ნეგრანუ იქნება. 

დენიელ ნეგრანუ ის ადამიანია, ვისაც ლაივ ტურნირების ხრიკები ნამდვილად გაეგება - სატურნირო პოკერის ისტორიაში ის ყველაზე წარმატებული მოთამაშეა, $32.6 მილიონიანი მოგებით. მისი კარიერა WSOP-ის 6 სამაჯურსა და WPT-ის ორ ტიტულს ითვლის. მას ასევე საკმაო გამოცდილება აქვს დაგროვილი One Drop-ის ტურნირებში, რომლის 2014 წლის მილიონდოლარიან მეინ ივენთზე, ნეგრანუმ მეორე ადგილისა და $8.3 დოლარის მოპოვება შეძლო. ასე რომ, Cirque Du Soleil-ისა და One Drop Foundation-ის დამფუძნებლის მწვრთნელად, ნეგრანუ კანდიდატურა, ზედგამოჭრილია. ისიც უნდა ითქვას, რომ გი ლალიბერტესთვის, მსგავსი ტიპისა და მასშტაბის ტურნირი უცხო ნამდვილად არ არის. 2012 წელს, პირველად ჩატარებულ One Drop-ზე, ლალიბერტემ მე-8 ადგილი დაიკავა, $1.8 მილიონიანი მოგებით. გარდა ამისა, მან High Stakes Poker-ის მთლიანი სეზონი ითამაშა ისეთი ლეგენდების წინააღმდეგ, როგორებიც დოილ ბრანსონი, ანტონიო ესფანდიარი, სემ ფარა და გადაცემაში მიწვეული სხვა სტუმრები იყვნენ. 

წლევანდელი One Drop-ის €1 მილიონ ევროიანი ტურნირი, Monte-Carlo One Drop Extravaganza-ს სერიების ფარგლებში, Casino de Monte-Carlo-ში გაიმართება. დენიელ ნეგრანუს ერთ კვირაზე მეტი აქვს დარჩენილი, რათა კანადელ მილიარდერს პოკერის შესახებ მითითები მისცეს. Extravaganza-ს ფარგლებში, სხვა ღონისძიებებიც იგეგმება. მათ შორისაა €50.000 ევროიანი ჰაი-როლერ ტურნირი და €1 მილიონ ევროიანი ქეშ-გეიმი, რომლებზე დასწრებაც, One Drop Main Event-ისგან განსხვავებით, პროფესიონალ მოთამაშეებსაც შეეძლებათ. 

რუმები

ქართული უცხოური