რა ღირს WSOP-ის ოქროს სამაჯური?

როგორც ამბობენ, პროფესიონალი მოთამაშეების ორი კატეგორია არსებობს: სამაჯურით და სამაჯურის გარეშე. სულ ორიოდე თვის წინ, WSOP-ის ფესტივალზე, სოლიდურ ფულად ანაზღაურებებთან ერთად, 69 ოქროს სამაჯური გაიცა. რა ღირს რეალურად WSOP-ის სამაჯური? აქვს თუ არა მას ფასი პოკერის სამყაროს გარეთ, თუ მხოლოდ პროფესიონალი გემბლერის ტიტულის ერთ-ერთი დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენს? 

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში WSOP-ის სამაჯურებს მინიაპოლისში მდებარე საიუველირო კომპანია Jostens ამზადებს. სამაჯური 427 გრამი ყვითელი და თეთრი ოქროსაგან, 356 ცალი თეთრი ბრილიანტისგან (25.5 კარატი), 626 შავი ბრილიანტისგან (14.8 კარატი) და 194 ლალის თვლისგან (3.8 კარატი) შედგება. მისი ფასი $500.000 დოლარს აღემატება, მაგრამ პოკერის მოთამაშეებისთვის, რა თქმა უნდა, სამაჯურს გაცილებით დიდი ღირებულება აქვს, რომელსაც ვერც ოქრო და ვერც ბრილიანტი ვერ შეედრება. WSOP-ის მეინ ივენთის სამაჯურზე იმ ორი კარტის ნახვაცაა შესაძლებელი, რომლითაც მოთამაშემ ტურნირის მოგება შეძლო. მაგალითად: ჯო მაკკიენის სამაჯურს მისი მომგებიანი ხელი ATამშვენებს. 

თუმცა, ყველაფერი ყოველთვის ასე არ იყო. წარსულში, WSOP-ის ოქროს სამაჯური სხვას არაფერს წარმოადგენდა, თუ არა უბრალო ოქროს სამაჯურს, რომელზეც WSOP იყო ამოტვიფრული. უამრავი მოთამაშე მის ტარებაზეც კი არ იწუხებდა თავს. მაგალითად: დოილ ბრანსონს, საკუთარი 10 სამაჯურიდან, ორი არც კი აუღია. მაგრამ თუ საქმე მეინ ივენთს, ან ძვირადღირებულ H.O.R.S.E. ივენთს შეეხებოდა, ყველაფერი იცვლებოდა და სამაჯურის მოგება მნიშვნელოვან დატვირთვას იძენდა. 

მიუხედავად იმისა, რომ Jostens-ის WSOP-ისთან დაკავშირებამდე ოქროს სამაჯურები არც ისე ძვირი ღირდა, 2008 წლის მეინ ივენთის ჩემპიონმა, პიტერ ისტგეითმა მაინც გადაწყვიტა მისი გაყიდვა. უნდა ითქვას, რომ ისტგეითს საქველმოქმედო მიზნები ამოძრავებდა. როგორც მოგვიანებით ჩემპიონთან ჩაწერილ ინტერვიუში ირკვევა, ის საკმაოდ მშვიდი ცხოვრებით მშობლიურ ქალაქში ცხოვრობს და ფულს ძვირადღირებულ მანქანებზეც კი არ ხარჯავს. ისტგეითმა eBay-ის აუქციონზე გატანილი ოქროს სამაჯურისთვის $16.000 დოლარი მოითხოვა, მაგრამ საბოლოოდ ის $147.500 დოლარად იქნა შეძენილი, გლაზგოელი ბიზნესმენის, უილიამ ჰაფის მიერ. 

 

რუმები

ქართული უცხოური