ონლაინ პოკერი და ვიდეო გეიმინგი - მსგავსება, განსხვავება და პერსპექტივები

სულ ცოტა ხნის წინ Forbes-ის ჟურნალისტმა, დერენ ჰაიტნერმა, ონლაინ პოკერსა და eSports-ს შორის პარალელების გავლება სცადა. Forbes.com-ზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, აშკარად დავინახავთ ამ ორ გიგანტურ ინდუსტრიას შორის უამრავ მსგავსებასა და განსხვავებას. 

ჰაინტერის ცნობით, ვიდეო გეიმინგის ინდუსტრიის ღირებულება $463 მილიონ დოლარს შეადგენს, მაშინ, როდესაც ონლაინ პოკერის ინდუსტრიის საერთო ღირებულება $40 მილიარდ დოლარს აღემატება. მაგრამ მიმდინარე წლისთვის, ჰაინტერის ანალიზის მიხედვით, ვიდეო გეიმინგის ღირებულება 43%-ით გაიზრდება. ეს ფაქტი იმითაა გამოწვეული, რომ ინტერნეტ თამაშები, თანამედროვე ტექნიკისა და სმარტფონების დახმარებით, სულ უფრო დიდ პოპულარობას იძენს. არნახული სისწრაფით იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც ვიდეო გეიმინგის ლაივ ივენთებზე დასწრება სურს. აშკარაა, რომ ინტერნეტ თამაშების მოყვარულები, სულ უფრო ხშირად ხვდებიან ერთმანეთს რეალურ სივრცეში. ვიდეო თამაშებში დიდი გუნდების დასაპირისპირებლად მხოლოდ კონკრეტული თამაშის რუკა საკმარისი აღარაა. ასეთი შეხვედრები, უკვე, დიდ დარბაზებსა და პავილიონებში იმართება, და მათ უამრავი მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავთ. 

ვიდეო თამაშების პოპულარობას ის გარემოებაც უწყობს ხელს, რომ მასზე წვდომა, ფაქტიურად, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა შესაძლებელი. ამისთვის მხოლოდ ინტერნეტია საჭირო. ონლაინ პოკერს კი უამრავი რეგულაცია სჭირდება და ბევრ ქვეყანაში ის ან არალეგალურად ითვლება, ან რეგულაციებისა და სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის გარეშე მძიმე პირობებშია დარჩენილი. აღნიშნული სიტუაცია განსაკუთრებულად ეხება აღმოსავლეთის ქვეყნებს, სადაც კულტურული თუ რელიგიური ფაქტორების გათვალისწინებით აზარტული თამაშების მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება არსებობს. 

უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ორ ინდუსტრიას უამრავი საერთო აქვს. ისინი, სანახაობრივი და ფინანსური დაინტერესების თვალსაზრისით, აშკარად ემსგავსებიან ერთმანეთს. eSport-ის უამრავი ტოპ გეიმერი პოკერის წარმატებულ პროფესიონალ მოთამაშედ ჩამოყალიბდა, მაგალითად, ლეგენდარული ფრანგი მოთამაშე ბერტრან Elky გროსპელიე, რომელმაც ვიდეო თამაშებში აქტიური ჩართულობის შემდეგ, ონლაინ თუ ლაივ პოკერში უამრავი დიდი ტიტულის მოპოვება მოახერხა. eSports-ის პროფესიონალები, ხშირად, DailyFantasySports-ის აქტიური მოთამაშეები ხდებიან. მსოფლიოს უდიდესმა პოკერ-რუმმა, PokerStars-მა უკვე კარგა ხანია შეამჩნია ვიდეო გეიმინგის მზარდი პოპულარობა და TeamLiquid-თან, ვიდეო თამაშების ერთ-ერთ უმსხვილეს ფრენჩაიზთან, თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. 

რუმები

ქართული უცხოური