2016 წლის WSOP-ის შეჯამება

მსოფლიო პოკერის უდიდესი მოვლენის - WSOP-ის კიდევ ერთი სეზონი გახდა ისტორიის ნაწილი. მიმდინარე ზაფხული დატვირთული იყო საუკეთესო ინდივიდუალური შედეგებით, რეკორდული რაოდენობის მოთამაშეებითა და მულტიმილიონიანი საპრიზო ფონდებით. გთავაზობთ პოკერის წამყვანი მედია საშუალებების მიერ WSOP-ის დასრულებული სეზონის შეჯამებას და მნიშვნელოვან მოვლენებს. 

საუკეთესო შედეგი, პოკერის გასულ სერიებზე, ჯეისონ მერსიერს ეკუთვნის, რომელმაც ზედიზედ 3 ივენთზე წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა: პირველი, მეორე და ისევ პირველი ადგილი. მერსიერი, წლის საუკეთესო მოთამაშეთა სიაში, პირველ ადგილს საკმაოდ დამაჯერებლად ფლობს და ამ ტიტულის მოპოვების საუკეთესო კანდიდატად ითვლება. ასევე უნდა აღინიშნოს ჯასტინ ბონომო, რომელმაც ორი ტურნირის მე-2 ადგილზე და ორისაც მე-3 ადგილზე დასრულება შეძლო. რა თქმა უნდა, არ უნდა გამოგვრჩეს ბრაიან რასტი, რომელმაც $50.000 დოლარიანი Poker Players' Championship კიდევ ერთხელ მოიგო. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, და შესაძლოა სეზონის მთავარი სურპრიზი, რომელმაც პოკერის მოყვარულები აალაპარაკა, ჰოვარდ ლედერერისა და კრის ფერგიუსონის დიდ პოკერში დაბრუნება იყო. როგორც მოელოდნენ, პოკერის ანტიგმირებიდან ერთს მაინც უნდა ეთამაშა წლევანდელ WSOP-ზე. ჩვენ კი ორივე მათგანი მივიღეთ. ჰოვარდ ლედერერის დაბრუნებაზე ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც დენიელ ნეგრანუს ბლოგზე მისი წერილი გამოქვეყნდა, სადაც ლედერერი FullTilt-ის მოთამაშეებს და პოკერის გულშემატკივრებს ბოდიშს უხდიდა. უამრავი ჭორი ვრცელდება იმის შესახებ, რომ მაგიდაზე მისულ ფერგიუსონსა და ლედერერს, ხშირად, მოთამაშეები უყვიროდნენ და დამცინავი, ან შეურაცხმყოფელი შეძახილებით 'ამხნევებდნენ'. 

სეზონის იმედგაცრუებად კი, ბევრი, დიმიტრი ურბანოვიჩს ასახელებს - ახალგაზრდა პოლონელ მოთამაშეს, რომელმაც EPT-ზე დასამახსოვრებელი შედეგი აჩვენა. ეს მისი პირველი WSOP იყო და მასზე უამრავ იმედს ამყარებდნენ, თუმცა, სულ ტყუილად - ურბანოვიჩი სახლში ცარიელი დაბრუნდა. კიდევ ერთი მოთამაშე, რომელმაც პოკერის მოყვარულებს იმედი გაუცრუა, ფილ აივი იყო. უფრო სწორად რომ ვთქვათ - WSOP-ზე ფილ აივის დაუსრებლობა. 'პოკერის ტაიგერ ვუდსი' იმდენადაა გადართული ქეშ-გეიმებზე, ბიზნესზე და ცნობილ სასამართლო პროცესზე, რომ დიდი ტურნირებისთვის მან დრო ვერ გამოძებნა. ყოველ შემთხვევაში, აივიმ სწორედ ასე გაიმართლა თავი. ისევ ფერგიუსონსა და ლედერერს თუ დავუბრუნდებით, იმედგაცრუების თვალსაზრისით იმის თქმა შეიძლება, რომ უამრავი არსებული შეკითხვის მიუხედავად, ამ წყვილმა, ჟურნალისტების მიერ დასმული ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვა. 

 

თეგები
პოკერი WSOP 2016

რუმები

ქართული უცხოური