პოკერის მოთამაშე დიდ პოლიტიკაში - ტონი ჯის €1 მილიონ ევროიანი სანაძლეო

პოკერის ყოფილი მოთამაშე, ტონი ჯი, იგივე ანტანას გუოგა, უკვე რამდენიმე წელია ევროპარლამენტის წევრია. ცნობილი ფილანტროპი, ქველმოქმედი და ლეგენდარული მოთამაშე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არამხოლოდ აგრესიული თამაშით, არამედ საუბრის აგრესიული მანერით, ეტიკეტის ხშირი დარღვევითა და სკანდალური განცხადებების გაკეთებით გამოირჩეოდა, ამჯერადაც 'ფორმაშია'. 

ტონი ჯი, რომელიც ევროპარლამენტში ლიტვის ლიბერალურ მოძრაობას წარმოადგენს, ბრიტანეთის Independence Party-ის ლიდერს, ნაიჯელ ფარაჯს €1 მილიონ ევროიან სანაძლეოს სთავაზობს. ტონი ჯის სანაძლეო ე.წ. Brexit-ს (British Exit) უკავშირდება, რაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას გულისხმობს. გუოგამ პოლიტიკურ ოპონენტს სანაძლეო მას შემდეგ შესთავაზა, რაც ნაიჯელ ფარაჯმა ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით საკუთარი ვარაუდების განსამტკიცებლად £1.000 ფუნტის ოდენობით ბეთის დადებაზე იხუმრა. "დარწმუნებული ვარ ბრიტანელი ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამბობს ტონი ჯი, - ისინი აუცილებლად დარჩებიან ევროკავშირში. მე შემიძლია €1 მილიონ ევროიანი სანაძლეო შევთავაზო იმ ადამიანებს, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს. რა თქმა უნდა, სანაძლეო საქველმოქმედო იქნება."

როგორც ტონი ჯი ამბობს, თუ ბრიტანეთი ევროპისგან განცალკევებული აღმოჩნდება, ის მზადაა თანხა ნებისმიერ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხოს, რომელსაც ნაიჯელ ფარაჯი აირჩევს. სამაგიეროდ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავადაც იგივეს მოითხოვს. ლეგენდარული მოთამაშის წინადადება ჯერჯერობით პასუხგაუცემელია თავად ინგლისელი პოლიტიკოსის მხრიდან. ტონი ჯი უკვე რამდენიმე წელია გლობალურ პოლიტიკაში აქტიურადაა ჩართული, რის გამოც მას პოკერისთვის დრო ფაქტიურად არ რჩება. მისი ლაივ ტურნირების მოგება $5 მილიონ დოლარს აჭარბებს, თუმცა უცნობია ქეშ-გეიმებიდან მიღებული შემოსავალი - მრავალი წლის განმავლობაში ის უდიდესი ქეშ-გეიმების რეგულარული მოთამაშე იყო. 

 

რუმები

ქართული უცხოური