ნიუ იორკში ონლაინ პოკერის შესახებ კანონპროექტი მიიღეს; დეკარგანი მერსიერის მე-5 სამაჯურს ართმევს

სამშაბათს, 14 ივნისს, ნიუ იორკში, ონლაინ პოკერისა და ზოგადად ამ თამაშის მოყვარულთათვის, კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი გავრცელდა: სენატმა მხარი დაუჭირა სენატორ ჯონ ბონასიკის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს ონლაინ პოკერის რეგულირების შესახებ. სენატში, აღნიშნული კანონპროექტი, 53 ხმით მიიღეს, 5-ის წინააღმდეგ. უნდა ითქვას, რომ კანონპროექტმა მხარდაჭერა საკმაოდ მალე, ნიუ იორკის ფინანსური კომიტეტის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, სულ რამდენიმე დღეში მოიპოვა. 

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტი ჯერჯერობით ძალაში არ შესულა და კანონის სახე არ მიუღია, ნევადის, დელავერისა და ნიუ ჯერსის შტატების შემდეგ, ნიუ იორკი მეოთხე შტატია, სადაც ონლაინ პოკერის რეგულირების შესახებ მნიშვნელოვანი დადებითი ნაბიჯები გადაიდგა. პოკერის მოყვარულები და მოთამაშეები უკვე დიდი ხანია ელიან ამერიკის ტერიტორიაზე ონლაინ თამაშების დაბრუნებას. უკანასკნელად, ონლაინ პოკერის ლეგალიზება ნიუ ჯერსის შტატში, 2013 წლის თებერვალში მოხდა. თუმცა, ონლაინ პოკერის ოპერატორებს რეალური თამაშების გამართვის საშუალება ნახევარი წლის შემდეგ, ნოემბერში მიეცათ. 

მათ, ვისაც ჯეისონ მერსიერთან 2 ან მეტ ოქროს სამაჯურზე ჰქონდა სანაძლეო დადებული, შვებით ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ. SCOOP-ის მრავალგზის ჩემპიონმა $10.000 დოლარიანი რაზის ივენთი მეორე ადგილზე დაასრულა. მერსიერმა, WSOP-ის რაზის ფინალური მაგიდა მასიური ჩიპლიდით დაიწყო. მას, კარიერაში მე-5 სამაჯურს სულ რამდენიმე მოთამაშის გზიდან ჩამოშორება აშორებდა, რასაც სავარაუდოდ დიდი პროფბეთები და ტურნირის საპრიზოზე გაცილებით დიდი თანხა ემატებოდა. მაგრამ, მერსიერისა და მისი გულშემატკივრების სამწუხაროდ, და ვანესა სელბსტის სასიხარულოდ, მერსიერს WSOP-ის სამაჯურისკენ მიმავალი გზა რეი დეკარგანმა მოუჭრა. ამერიკელ მოყვარულს, პირველმა ოქროს სამაჯურმა პირველი აღიარება და $273.338 დოლარი მოუტანა. როგორც ჩანს, მერსიერი დანებებას არ აპირებს და ოქროს სამაჯურებისთვის ბრძოლას განაგრძობს. მანამდე კი მისი ბანკროლი $168.936 დოლარით გაიზარდა. 

რუმები

ქართული უცხოური