ლუკ შვარცი SCOOP-ის მე-5 ტიტულს იგებს
ბრიტანული პოკერის ამომავალმა ვარსკვლავმა, შარშან, Spring Championship of Online Poker-ის (SCOOP) 2 ტიტული მოიპოვა. ლუკ შვარცმა, წლევანდელი ონლაინ ტურნირებიც წარმატებულად დაიწყო და საგაზაფხულო ტურნირების სერიებზე, კიდევ ერთი, რიგით მე-5 პირველი ადგილი ჩაიწერა კარიერაში. ამ გამარჯვებით, ის, შონ დიბს გაუთანაბრდა და მხოლოდ SCOOP-ის ექვსგზის ჩემპიონს, კელვინ ანდერსონს ჩამორჩება.
შონ დიბს, რამდენიმე დღის წინ, ორჯერ ჰქონდა შანსი საგაზაფხულო ონლაინ ტურნირების ივენთები მოეგო. ერთი მათგანი, მან, მე-6 ადგილზე დაასრულა, ხოლო მეორე - მე-5-ზე. ლუკ შვარცმა, SCOOP-ის მე-5 გამარჯვება, $2.100 დოლარიან ომაჰა ჰაი/ლოუს ივენთზე მოიპოვა, რომელზეც 145 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული. პირველი ადგილისთვის, მას, $32.151 დოლარი გადაეცა, მაგრამ 'ნოკაუტებისთვის' დაწესებული საპრიზოს დახმარებით, მისი მოგება, კიდევ $19.578 დოლარით გაიზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს ჯეიმს ობსტის მიერ $1.050 დოლარიანი პოტ-ლიმიტ ომაჰას ივენთის მოგება, $155.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. საგაზაფხულო ონლაინ პოკერის სერიებზე, ეს, მისი მე-4 ტიტულია.
ფინალური ჰედს-აპი, ლუკ შვარცმა, ვლადიმირ ტროიანოვსკის წინააღმდეგ, მცირე უპირატესობით დაიწყო. მოთამაშეებმა საპრიზო ფონდი წინასწარვე გაინაწილეს, სათამაშოდ კი 'ნოკაუტისთვის' დაწესებული თანხა და, რაც მთავარია, SCOOP-ის ტიტული დაიტოვეს. გადამწყვეტ დარიგებაზე, როდესაც ბლაინდები 7.000/14.000 იყო, ტროიანოვსკიმ სმოლ ბლაინდიდან 28.000-მდე გაზარდა, რასაც შვარცმა ქოლით უპასუხა. 7
7
9
ფლოპი ორივემ ჩექით გაიარა. თერნზე დადებული 3
შემდეგ, ტროიანოვსკიმ 29.750 დადო, შვარცმა უპასუხა. ბორდი A
-ით დასრულდა. ტროიანოვსკის, 9
7
J
T
ხელით, უკვე ჰყავდა გამზადებული ფულჰაუსი. მან რივერზე 60.000 ჩიპი დადო, რაზეც შვარცისგან ოლინი მიიღო. რუსის მხრიდან ქოლის გაკეთების შემდეგ გაირკვა, რომ ლუკ შვარცს A
A
2
7
ჰყავდა, რაც მას მაღალ ფულჰაუსს აძლევდა. თამაშში არ მონაწილეობდნენ დაბალი კომბინაციები, შედეგად კი გამარჯვება ბრიტანელს დარჩა.





