EPT-ის პირველი სლოვაკი ჩემპიონი ჰყავს - იან ბენდიკმა EPT Grand Final Main Event მოიგო
2016 წლის PokerStars and Monte-Carlo Casino EPT Grand Final Main Event-ის გამარჯვებული, იან ბენდიკი გახდა. მას, €5.300 ევროიანი ტურნირის პირველი ადგილისთვის, რომელზეც 1.098 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული, €961.800 ევრო გადაეცა.
EPT-ის მე-12 სეზონს, კულუარებში, რეგულარების სეზონად მოიხსენიებდნენ. მიზეზი მარტივია: ივენთის მონაწილეთა უმეტესობა გამოცდილი მოთამაშე იყო, მათ შორის იან ბენდიკიც, რომელმაც EPT-ის მე-9 სეზონზე წლის მოთამაშის ტიტულიც კი მოიპოვა. ფინალურ მაგიდაზე ორი დიდი სახელი დარიო სამარტინო და WSOP-ის 'ფინალური ცხრიანის' ერთ-ერთი წევრი, ანტუან საუტი იყვნენ. თუმცა, ორივე მათგანი მე-7 და მე-8 ადგილებიდან გამოეთიშნენ ტურნირს. ფინალური ექვსეული სტეკების შესამჩნევი დისბალანსით დაიწყო: ადრიან ალანსა და ჯიმი გირეროს 110 ბიგ ბლაინდზე მეტი ჰქონდათ, მაშინ როდესაც დანარჩენი ოთხის სტეკი 25 ბიგ ბლაინდს ძლივს აღწევდა.
პირველი, ვინც ფინალური ექვსეული დატოვა, ორენ როსენი იყო. ისრაელიდან, მის საგულშემტკივროდ, ოჯახის წევრები და მეგობრები ჩამოვიდნენ, მაგრამ მათი რჩეული AJ-ით, ბენდიკის AK-თან დამარცხდა და ტურნირი €170.950 ევროთი დატოვა. შემდეგი პიერ კალამუსა იყო, რომელმაც ჯერ ბენდიკს 2 აუტერით მოუგო, მაგრამ ბლაინდების ზრდისა და სტეკის შემცირების გამო, იძულებული გახდა A4-ით AJ-ს დაპირისპირებოდა. ეს მისთვის გადამწყვეტი ხელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ საკმაოდ უცნაური ხელი დარიგდა, რომელსაც მაგიდის დინამიკაში რადიკალური ცვლილებების გამოწვევა შეეძლო: ორი ჩიპლიდერი, ადრიან ალანი და ჯიმი გირერო ერთმანეთთან პრეფლოპ 4-ბეთ სიტუაციაში აღმოჩდნენ, სადაც ალანი A9-ით მტკიცედ უტევდა მოწინააღმდეგეს, ხოლო გირერო AQ-ით იცავდა თავს. ორივე მოთამაშისთვის 'ცარიელი' ფლოპის შემდეგ, ალანმა კვლავ გააგრძელა პრეფლოპზე დაწყებული ისტორია, რაზეც გირერო იძულებული იყო კარტი გადაეყარა.
მეოთხე ადგილი ყაზახ მოთამაშეს, ასან უმაროვს ხვდა წილად, რომელმაც ტურნირზე მოხვედრა €10 ევროიანი Spin'n'Go-ს საშუალებით მოახერხა. პროფესიონალი მოთამაშეების გარემოცვას, მისთვის, არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. ის დამაჯერებელ, სოლიდურ პოკერს თამაშობდა, რაც მე-4 ადგილამდე მიღწევაში დაეხმარა. სტეკის სიმცირის გამო, იძულებული გახდა A9-ით ოლინი გაეკეთებინა, რასაც KK დაახვედრეს. სატელიტში გადახდილი €10 ევროს სანაცვლოდ, ყაზახმა მოთამაშემ, €305.660 ევრო და დიდი გამოცდილება მიიღო.
ფინალურ სამეულში, იან ბენდიკმა მნიშვნელოვანი მანევრები დაიწყო, რამაც რამდენიმე დიდი ბანკის მოგებისა და მეორე ადგილზე გადანაცვლების საშუალება მისცა. საკმაოდ ხანგრძლივი თამაშის შემდეგ, გირერო და ალანი კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ამჯერად 22-ით AJ-ის წინააღმდეგ. ფლოპზე დადებული A იმის ნიშანი იყო, რომ ჯიმი გირერო ოჯახის წევრები და მეგობრები, ხოლო EPT-ის ფინალური ორთაბრძოლა ელოდა.
ჰედს-აპი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, რომლის უმეტეს პერიოდში ჩიპლიდერის პოზიციას ალანი ფლობდა. ბენდიკი პერიოდულად გაორმაგებასა და სტეკების გათანაბრებას ახერხებდა, მაგრამ შემდეგ კვლავ თმობდა პოზიციებს. გადამწყვეტი ხელი, ურთულესი ქულერი აღმოჩნდა, როდესაც ადრიან ალანმა ფლოპზე რვიანების, ხოლო ბენდიკმა ათიანების სეტი მიიღო. სეტების ბრძოლა ერთ-ერთი ურთულესი მოვლენაა ტეხასურ ჰოლდემში, რომელთან გამკლავებაც ფაქტიურად შეუძლებელია. ასე აღმოჩნდა ამ შემთხვევაშიც - რივერზე ორივე მოთამაშემ სრულად გამართლებული ოლინი გააკეთა. კარტების ჩვენების შემდეგ ყველაფერი ცნობილი გახდა - EPT Grand Final-ის გამარჯვებული იან ბენდიკი გახდა, რომელმაც ტიტულთან ერთად €961.800 ევრო მოიგო.





