ბრაიან რასტი ბილზერიანის შედეგს აუმჯობესებს

პოკერის ტურნირების ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშე,, WSOP-ის 2 სამაჯურისა და გასული წლის Super High Roller-ის თასის მფლობელმა, ბრაიან რასტმა, დენ ბილზერიანის ლეგენდარული სანაძლეო გაცილებით რთულ და მკაცრ პირობებში მოიგო. ამერიკელმა ფლეიბოიმ, მულტიმილიონერმა დენ ბილზერიანმა, ერთი თვის წინ, ბილ პერკინსთან სანაძლეო დადო, რომლის მიხედვითაც, მას, ლას ვეგასიდან ლოს ანჯელესამდე მანძილი ველოსიპედით უნდა დაეფარა. ამისთვის ბილზერიანი რამდენიმე თვე ემზადებოდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ველომრბოლელის, ლენს არმსტრონგის მეთვალყურეობის ქვეშ.

ბრაიან რასტმა, ბილ პერკინსთან და დენ ბილზერიანთან, იგივე ტიპის სანაძლეო დადო, მხოლოდ განსხვავებული პირობებითა და განსხვავებული მოგების შანსებით: რასტს სანაძლეოსთვის მოსამზადებლად მხოლოდ 3 დღე მიეცა. ამასთან ერთად, მას, მხოლოდ სპორტული ველოსიპედის გამოყენების უფლება ჰქონდა. ბილზერიანმა კი სანაძლეო ე.წ. 'მწოლიარე' ველოსიპედით მოიგო, რომლის მართვაც ბევრად ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს. ასევე, ბილზერიანისგან განსხვავებით, რომელსაც წინ მიკროავტობუსი მიუძღვოდა შემხვედრი ჰაერის ნაკადის თავიდან აცილების მიზნით, რაც მანძილის დაფარვას გაცილებით აიოლებს, რასტს ყოველგვარი მიკროავტობუსებისა თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება აეკრძალა. დამატებით სირთულეს ისიც ქმნიდა, რომ 300 მილის ნაცვლად, რომელიც ბილზერიანმა დაფარა, ბრაიან რასტი ვალდებული იყო 330 მილი დაეფარა. 

მკაცრ პირობებს ანაზღაურებაც შესაბამისი მოჰყვა: პერკინსისა და ბილზერიანის $600.000 დოლარი, რასტის $100.000-ის წინააღმდეგ. კულურაული დეტალები ჯერ არ გახმაურებულა, თუმცა, ბრაიან რასტის 'ტვიტერზე' გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით, ნათელი გახდა, რომ მან სანაძლეოს წარმატებით გაართვა თავი. 

 

 

 

 

 

 

 

ბრაიან რასტისთვის, მიმდინარე წელი, საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუ ის $600.000 დოლარიან სანაძლეოს მოიგებდა, მაშინ იმ დანაკლისის ამოღების საშუალება მიეცემოდა, რომელიც მან პოკერისგან მიიღო. 

რუმები

ქართული უცხოური