WPT Tournament of Champions-ის გამარჯვებული ფარიდ იაჩო ხდება

გასული წლის მაისში, ჰოლანდიელმა პოკერის მოყვარულმა, ფარიდ იაჩომ WPT Amsterdam-ის მოგება და $225.073 დოლარის მოპოვება მოახერხა. მაშინდელ ივენთზე 340 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული. როგორც ჩანს, ჰოლანდიელს ამჯერად ბევრად ადვილი მისია ხვდა წილად - გასული ივენთის ფართო ლაინაფის ნაცვლად, მას, 64 მონაწილე უნდა დაემარცხებინა. საქმეს მხოლოდ ის ართულებდა, რომ 64-დან არცერთი არ იყო მოყვარული, საშუალო დონის მოთამაშე. ყოველ მათგანს გარკვეული ისტორია, გამოცდილება და რაც მთავარია - WPT-ის სხვადასხვა ივენთების ტიტული ჰქონდა მოპოვებული. 

მხოლოდ ახლა ირკვევა, რომ ფარიდ იაჩოს დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობა არ სურდა. მიზეზი საკმაოდ მარტივი იყო: მას ფლორიდაში გამგზავრება ეზარებოდა. შესაბამისად, ვიზისთვის საჭირო დოკუმენტაციაც ვადაზე გვიან მოაწესრიგა, მაგრამ ამ ფაქტორებს, WPT-ის ერთ-ერთ უმთავრეს ივენთზე დასწრებაში, ხელი არ შეუშლიათ. 

"ჯერ ისევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი რეალურია, - თქვა ტურნირის შემდეგ ჰოლანდიელმა, - ვზივარ მაგიდასთან და გარშემო ვისაც ვხედავ, ყველა WPT-ის ჩემპიონია. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, თუ 30-ე ადგილამდე მაინც მივაღწევ, უკვე დიდი შედეგი იქნება-თქო. მაგრამ რაც უფრო დიდ დროს ვატარებდი ტურნირზე და რაც უფრო ვუახლოვდებოდი ფინალურ მაგიდას, მით უფრო ვხვდებოდი, რომ შეიძლებოდა ყველაფერი ჩემთვის სასიკეთოდ დასრულებულიყო."

ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშე, რომელსაც ბევრი უწინასწარმეტყველებდა გამარჯვებას, მაიკლ მიზრაქი იყო, რომელსაც WPT-ის ორი ტიტული უკვე ჰქონდა მოპოვებული. Grinder-მა მესამე ადგილამდე მიაღწია, სადაც მომავალი ჩემპიონის ოლინს K9-ით უპასუხა, მაგრამ KT4 ფლოპზე, მოწინააღმდეგის 44-თან უძლური აღმოჩნდა. მიზრაქის, მესამე ადგილისთვის, $140.450 დოლარი შეხვდა. 

ფინალურმა ჰედს-აპმა, რომელიც იაჩომ მცირე უპირატესობით დაიწყო, 30 წუთს გასტანა. გადამწყვეტი დარიგება საკმაოდ უცნაური აღმოჩნდა:

ვლად დარი: K7

ფარიდ იაჩო:A2

ვლად დარის პრეფლოპ ბეტს, იაჩომ ქოლით უპასუხა. 822 ფლოპზე, ჰოლანდიელმა ჩექ-რეიზი გააკეთა. დარიმ მაღალი მეფით და სავარაუდო 'ფლოუტის' განზრახვით, მოწინააღმდეგის რირეიზი მაშინვე მიიღო. T იაჩომ კვლავ დადო, რასაც კვლავ ქოლი მოჰყვა. რივერზე 8 დაიდო. ამჯერად ჰოლანდიელმა ოლინი გააკეთა, რასაც ვლად დარიმ მაღალი K-ის იმედად უპასუხა, მაგრამ ჰოლანდიელის ფულ ჰაუსთან უძლური აღმოჩნდა. ფინალური ექვსეული ასე გამოიყურება:

1. ფარიდ იაჩო - $381.600

2. ვლად დარი - $224.190

3. მაიკლ მიზრაქი - $140.450

4. ჯონათან ჯეფი - $95.400

5. ნოა შვარცი - $74.200

6. დარენ ელიასი - $58.300

თეგები
პოკერი WPT

რუმები

ქართული უცხოური