ბუქარესტში დაგეგმილ Eureka Poker Tour-ში მონაწილეობას დენიელ ნეგრანუც მიიღებს

რუმინეთის დედაქალაქში, ბუქარესტში, Eureka Poker Tour-ის მე-6 სეზონი იგეგმება, რომელიც 18 სხვადასხვა ტურნირს აერთიანებს. ივენთების ბაი-ინები ყველა ტიპის მოთამაშეს დააინტერესებს: ზოგ ტურნირზე თამაში  €50 ევრო ღირს, მაგრამ არის ისეთები, სადაც ფასი €2.000 ევრომდე ადის. რუმინული პოკერის ტური, Inter Continental Hotel-ში, 16 მაისს დაიწყება და ერთი კვირა გასტანს. 

რუმინეთისა და მსგავსი ქვეყნებისთვის, სადაც პოკერი ახლა დგამს პირველ ფართომასშტაბიან ნაბიჯებს, პოპულარული და მსოფლიო მნიშვნელობის მოთამაშეთა დასწრება უდიდეს მნიშვნელობას წარმოადგენს. დენიელ ნეგრანუს მშობლები, წარმოშობით, რუმინეთიდან არიან. მათ, მშობლიური ქვეყანა, მეორე მსოფლიო ომის დროს დატოვეს და საცხოვრებლად კანადაში გაემგზავრნენ. ნეგრანუს დასწრება კი, Eureka Poker Tour-ისთვის ძალიან დიდი მოვლენა იქნება. 

როგორც ვთქვით, ბუქარესტის პოკერის ფესტივალზე 18 ტურნირია დაგეგმილი, მაგრამ პოკერის მოყვარულების მთავარი ყურადღება ორ მათგანს ეთმობა: პირველი €1.000 ევროიანი მეინ ივენთია, რომელსაც სამი სასტარტო დღე ექნება, საიდანაც მესამე დღე ტურბო ტურნირის ფორმატში გაიმართება. მესამე დღეზე თამაშის უფლება მხოლოდ პირველი ორი დღიდან გავარდნილ მოთამაშეებს ექნებათ. მეორე ტურნირი, რომელიც მოთამაშეების დიდ ინტერესს იწვევს, 2.000 ევროიანი ჰაიროლერ ივენთია. 

Eureka Poker Tour-ის პრომო აქციაში 'პოეკრსტარსიც' ჩაერთო, რომელიც მოთამაშეებს €1.65 ევროიან სატელიტებს სთავაზობს. გამარჯვებულებს, მსოფლიოს უდიდესი პოკერ-რუმი, ბაი-ინთან ერთად, მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს აუნაზღაურებს. 

რუმები

ქართული უცხოური