დენიელ ნეგრანუ 'პოკერსტარსის' გაზრდილი საკომისიოს შესახებ

კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს უდიდესი პოკერ-რუმი, საკომისიოსთან დაკავშირებით, გარკვეულ ცვლილებებს, კერძოდ რეიკის პროცენტის გაზრდას გეგმავს. გაზრდილი საფასურის გადახდა, მოთამაშეებს, ორშაბათიდან, 28 მარტიდან მოუწევთ. რეაქციები, მსუბუქად რომ ვთქვათ, უარყოფითია. როგორც 'პოკერსტარსის' სახე, დენიელ ნეგრანუ Full Contact Poker-ის ბლოგზე წერს, პოკერ-რუმს სრული უფლება აქვს დააწესოს ის გადასახადი, რომელიც მას მიაჩნია სწორად და რომელიც მისი მოგების მაქსიმიზაციას უზრუნველყოფს. 

"პოკერსტარსი' მოთამაშეებს თავის მომსახურებას სთავაზობს და რა თქმა უნდა, მათ ყველანაირი უფლება აქვთ, ამ მომსახურებისთვის, მათთვის ხელსაყრელი ფასი დააწესონ, - ამბობს ნეგრანუ, - თუ ფასი არაადეკვატურად დიდი იქნება, მაშინ კომპანია მომხმარებლებს დაკარგავს; ხოლო თუ ზედმეტად დაბალი - მაშინ ის ნაკლებ შემოსავალს მიიღებს." 

როგორც ცნობილი ხდება, 'პოკერსტარსის' Spin'N'Go-ს $1 დოლარიდან $30 დოლარამდე ბაი-ინის მქონე ტურნირებზე, საკომისიო ერთი პროცენტით გაიზრდება. ცვლილება არ ეხებათ $.025, $60 და $100 დოლარიან ტურნირებს. ჰაიპერ-ტურბო ტურნირების ფასი 5%-მდე გაიზრდება. ასევე იგეგმება რეიკისა და ე.წ. 'ქეფის' გაზრდა ულიმიტო და პოტ-ლიმიტ ქეშ მაგიდებზე. 

"20 წელზე მეტია პოკერს ვთამაშობ და რეიკის ზრდასთან დაკავშირებით არასდროს გამომითქვამს პრეტენზია, - წერს ბლოგ-პოსტში ნეგრანუ, - მაგრამ მესმის იმ ადამიანების, ვინც ასეთ ცვლილებას აპროტესტებს. კარიერის დასაწყისში, ტორონტოში $10/$20 დოლარიან მაგიდებზე ვთამაშობდი. მაშინ დაწესებული რეიკი ყოველ დარიგებაზე $10 დოლარს შეადგენდა, ხოლო დილერისთვის მინიმუმ $2.5 დოლარი უნდა მიგეცა. ასეთი სიძვირის მიუხედავად, თამაში იმდენად კარგი იყო, რომ პრეტენზია არავის გამოუთქვამს. მაგრამ დადგა პერიოდი, როცა საფასური იმდენად გაიზარდა, რომ სხვა თამაშის მოძებნა გახდა საჭირო. მეც ისეთი ადგილი ვიპოვე, სადაც არც ისე კარგი ატმოსფერო იყო, მაგრამ ნახევარ საათში მხოლოდ $5 დოლარს მახდევინებდნენ." 

ნეგრანუს ბლოგ-პოსტში აშკარად ჩანდა თანაგრძნობა იმ მოთამაშეების მიმართ, რომლებიც 'პოკერსტარსის' საკომისიოს ცვლილებების შემდეგ, გარკვეული თამაშებიდან მოგებას ვეღარ მიიღებენ. ნეგრანუს განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ მიუხედავად მიტოვებული ტურნირებისა, 'პოკერსტარსის' მომხმარებლები მოძებნიან ისეთ თამაშს, რომელიც მათთვის მომგებიანი და ხელსაყრელი იქნება. საკომისიოსთან დაკავშირებული წინა ცვლილებებისგან განსხვავებით, როდესაც 'პოკერსტარსი' რეიკის გაზრდას ონლაინ პოკერის ეკოსისტემის გაუმჯობესებით ხსნიდა, ნეგრანუმ პირდაპირ თქვა, რომ გაზრდის რეიკს არანაირი შეხება არ აქვს ეკოსისტემასთან და ის მხოლოდ კომპანიის შემოსავლების გაზრდის მიზნით განხორციელდა. 

რუმები

ქართული უცხოური