პოლ ფუა - განგსტერი, თუ პოკერის მოყვარული?

FBI-ის ცნობებით, პოლ ფუა ჩინური ტრიადის, 14K-ის წევრია, რომელიც მილიარდდოლარიან უკანონო ბიზნესს ფლობს. 2014 წელს მას ბრალი ედებოდა არალეგალურ ბეთინგში, კერძოდ, ინგლისის პრემიერლიგის მატჩებზე უკანონო ფსონების მიღებაში. ზოგი იმასაც ამბობს, რომ მაკაუს აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ლას ვეგასად გადაქცევა, სწორედ მისი ძალისხმევის შედეგი იყო. დღესდღეისობით, თუ ყველაზე ძვირადღირებული პრივატული ქეშ-გეიმზე მოხვედრა გსურთ, სწორედ მაკაუს უნდა ეწვიოთ. 

თუ ვინ არის რეალური პოლ ფუა, ამის გარკვევას PokerNews-ის ჟურნალისტი ფილიპინებში გამართულ ჰაი სტეიკს ქეშ-გეიმის შესვენებაზე შეეცადა. "სიმართლე ისაა, რომ ტოტალიზატორებთან და ზოგადად ბეთინგთან დიდი ხანია არ მქონია შეხება. მე ინვესტორი ვარ, გემბლერი, რომელიც გარკვეულ რისკებს იღებს, მაგრამ არა ოპერატორი. მე უამრავი ინვესტიცია მაქვს გაკეთებული, მათ შორის ონლაინ პოკერშიც. ჩემი რეალური საქმიანობა უძრავ ქონებას უკავშირდება" - ამბობს ფუა, თუმცა იმასაც არ უარყოფს, რომ მალაიზიაში ჩასულ ჩინელ ემიგრანტს, არალეგალურმა ბეთინგმა უამრავი გასაქნი მისცა, - "ფეხბურთი ადრეული ასაკიდან მაინტერესებდა. ბავშვობაში ტელევიზორი არ გვქონდა. ამიტომაც მეზობელთან წასვლა და ფანჯრიდან ყურება მიწევდა, სადაც ინგლისის პირველ დივიზიის, ამჟამად ინგლისის პრემიერლიგის თამაშებს აჩვენებდნენ. მეგობრებთან 20-30 ცენტიან სანაძლეოებს ვდებდი ხოლმე. ეს ჩვენი ბავშვობა იყო, კულტურა, რომელიც ყველასთვის მისაღები და ბუნებრივი ჩანდა. ხშირად, მთელი ოჯახი ვიკრიბებოდით და ხან ბანქოს, ხან მაჰ ჯონგს ვთამაშობდით. სპორტულ გაზეთებსა და ჟურნალებს ვყიდულობდი, ვცდილობდი მიმეღო ყველანაირი ინფორმაცია სწორ ფსონებზე, როგორ იქმნებოდა ბეთინგის სწორი ხაზი, რომელ გუნდს რა მდგომარეობა ჰქონდა... ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ზრდასრულ ასაკში ჩამოყალიბებული გემბლერი ვიყავი."

პოლ ფუა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ე.წ. 'ჯანქეთები' შექმნა - სისტემა, როდესაც კონკრეტულ პიროვნებას, გარკვეული ანაზღაურების ან პროცენტის საფასურად, კაზინოსთვის მდიდარი მოთამაშე მიჰყავს. მისმა ბიზნესმა მალევე მიაღწია წარმატებას და მთელ აღმოსავლეთ სანაპიროს მოედო. მას ბრალდებოდა 1997 წელს, ინგლისის პრემიერლიგის მატჩის, ვესტ ჰემსა და კრისტალ პალასს შორის გამართული შეხვედრის შეჩერება, როდესაც პროკურატურამ თამაშის წინასწარ განსაზღვრულ შედეგამდე მიყვანის ბრალდებით ორი მალაიზიელი ბიზნესმენი და სტადიონის დაცვის წევრი დააკავა. "ეს დიდი ტყუილია. როცა სათამაშო წრეში ტრიალებ, მსგავს ჭორებს ხშირად გაიგებ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ასეთი რამ არასდროს მომხდარა."

ვეტერანი გემბლერები, როგორც აღმოჩნდა, პოკერში დამწყების სტატუსით სარგებლობდნენ. ჩინელმა ბიზნესმენებმა და მოთამაშეებმა, რომლებიც უმაღლეს ლიმიტებზე თამაშობდნენ, ფილ აივის, ტომ დუანისა და ჯონ ჯუანდას ყურადღებაც დაიმსახურეს. "პოკერი ჩვენთვის შედარებით ახალი გასართობი იყო. მაგრამ ხშირად ისეც ხდებოდა, რომ მოთამაშეები გვაკლდებოდა. ასეთ დროს პროფესიონალებს ვპატიჟებდით, რომლებიც სიამოვნებით თამაშობდნენ ჩვენთან. თამაშის დროს ასეთი წესი გვქონდა: მოგებულს საკუთარი ხელი უნდა ეჩვენებინა. რა თქმა უნდა, პროფესიონალები ამის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მაგრამ თამაშში დარჩენა თუ სურდათ, წესებს უნდა დამორჩილებოდნენ. ჩვენთვის ეს საკმაოდ ძვირი, მაგრამ კარგი გაკვეთილები იყო."

მალე სავალდებულო შოუდაუნი დამთავრდა, ფსონები გაიზარდა, ხოლო ასეთ თამაშებზე მოთხოვნამ არნახულ ზღვარს მიაღწია. ჩინელ ბიზნესმენებს, ვიაიპი სტუმრებს, ამერიკელ პროფესიონალ მოთამაშეებს, დღეები უწევდათ სასტუმროებში ლოდინი, რათა საბოლოოდ მაგიდასთან თავისუფალი ადგილის შესახებ შეტყობინება მიეღოთ. ბლაინდები $500/$1.000-დან $2.000/$4.000-მდე მერყეობდა. 2-3 მილიონიანი სტეკი, სრულიან ნორმალური მოვლენა იყო. "ჩვენ 50-60 საათიან სესიებს ვთამაშობდით. 30 საათიანი სესია სრულიად ნორმალურ ამბად ითვლებოდა. ხშირად რომელიმე მდიდარი ბიზნესმენი დიდ მოგებას ნახავდა, რის გამოც, საკუთარ თავს, პროფესიონალებს გაუტოლებდა. პოკერის მთელი ხიბლი სწორედ ეს არის. რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, უკეთეს მოთამაშეებად ჩამოვყალიბდეთ, პროფესიონალებზე ბევრად უკან ვართ."

რუმები

ქართული უცხოური