კრის მანიმეიკერი სახლს და ონლაინ პოკერს უბრუნდება
ნიუ ჯერსის შტატში დიდი პოკერი დაბრუნდა - ორშაბათს, 21 მარტს, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 'პოკერსტარსის' ქეშ-გეიმები ამერიკის კიდევ ერთ შტატში განახლდა. როგორც აღმოჩნდა, ეს ფაქტი არამხოლოდ ამერიკელი მოთამაშეებისთვის იყო მნიშვნელოვანი, არამედ ლეგენდარული კრის მანიმეიკერისთვისაც - ადამიანი, რომელმაც 2003 წლის WSOP-ის მეინ ივენთი მოიგო და მსოფლიოს მასშტაბით პოკერის იმ მომენტამდე არნახული ბუმი გამოიწვია.
სიმართლე რომ ითქვას, მანიმეიკერის შვილებს არც კი უნახავთ საკუთარი მამა იმ საქმიანობაში ჩართული, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. მიზეზი მარტივია: ამერიკელ მოთამაშეებს ონლაინ გემბლინგთან ყოველგვარი წვდომა ჰქონდათ შეზღუდული. ამიტომაც პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი მოთამაშე, იძულებული იყო საცხოვრებლად კანადაში გადასულიყო და ოჯახი განსაკუთრებულ შემთხვევებში მოენახულებინა. ახლა კი, კრის მანიმეიკერს ნიუ ჯერსიდან გაუსვლელად, ოჯახის ატმოსფეროში თამაში შეუძლია. სიმართლე რომ ითქვას, მანიმეიკერის შვილები, ასაკის გამო, დიდად ვერც ხვდებიან რას აკეთებს WSOP-ის ჩემპიონი. მათ მხოლოდ 'პოკერსტარსის' ფერადი ავატარები აინტერესებთ.
"დაამარცხე კლოუნი? ეს კითხვა დამისვეს ჩემმა შვილებმა, ერთ-ერთი სესიის დროს. ისინი იმ ასაკს უახლოვდებიან, როცა ჩემი საქმიანობით რეალურად შეუძლიათ დაინტერესდნენ" - ამბობს მანიმეიკერი, რომელიც ონლაინ პოკერისა და ოჯახის გაერთიანებით კვლავ უბრუნდება წარსულის დიდებას. "მთელი დღის განმავლობაში საშუალება მაქვს 20-30 წუთიანი სესიები ვითამაშო. ეს ბევრი არ არის, თუმცა შემიძლია პოკერისთვის გამოყოფილი დრო ჩემთვის მოსახერხებლად დავგეგმო, ძირითადი ნაწილი კი შვილებს და მათ აღზრდას დავუთმო. მართალია ამჟამად თავს ბევრად კომფორტულად ვგრძნობ, რაც ამერიკაში ონლაინ პოკერის დაბრუნებამ გამოიწვია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. იმედი მაქვს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამერიკელები პოკერის თამაშს კვლავაც შეძლებენ."