ჩინური ტრიადები მაკაუს კაზინოებს აკონტროლებენ
უკვე რამდენიმე წელია, რაც მაკაუს კაზინოები, დედამიწის მარჯვენა ნახევარსფეროში, ლას ვეგასის როლს ასრულებენ. უამრავი ჭორი და მითქმა-მოთქმა არსებობს იმის შესახებ, რომ მაკაუს ბიზნესის მნიშნელოვან ნაწილს ჩინური ტრიადები - კრიმინალური დაჯგუფებები აკონტროლებენ. უკანასკნელი კვლევის მიხედვით კი, რომელიც ჰონგ კონგის უნივერსიტეტის სოციოლოგმა, ვინგ ლომ და სოციალური მეცნიერებების დოქტორმა, შერონ ინგრიდ კვოკმა ჩაატარეს, ირკვევა, რომ მრავალი წლის განმავლობაში არსებულ ვარაუდებსა და ეჭვებს რეალური საფუძველი აქვთ.
კვლევა British Journal Of Criminology-ში გამოქვეყნდა და მას 17 რესპონდენტის ინტერვიუ ერთვის თან, რომელთა შორისაც ჩინური ტრიადის წევრები, პოლიციელები, სახელმწიფოს ოფიციალური პირები და კაზინოების წარმომადგენლები იყვნენ. კვლევის თანახმად ე.წ. ვიაიპი ოპერატორები, კვლავაც აქტიურად განიცდიან კრიმინალური ტრიადების გავლენას, მაგრამ ამჯერად, მათი ჩარევის ფორმა შეიცვალა, კორექტირება განიცადა და გაცილებით 'ცივილიზებული' გახდა. მაკაუს კაზინოების შემოსავლები, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, საგრძნობლად შემცირდა, რასაც კრიმინალისტები სწორედ კრიმინალური ტრიადების გააქტიურებითა და სათამაშო ბიზნესში აქტიური ჩარევით ხსნიან.
'ვიაიპი ოპერატორები' წარმოადგენენ პირებს, რომლებიც ცნობილ მოთამაშეებსა და ჰაიროლერებს კაზინოებთან აკავშირებენ. ტრიადების ძირითადადი ინტერესი სწორედ ასეთი ადამიანები არიან. ერთ-ერთი ცნობილი 'ვიაიპი ოპერატორი' პოლ ფუა იყო, რომელსაც ჩინურ კრიმინალურ დაჯგუფება 14K-ის წევრობას აბრალებდნენ. 2014 წელს, პოლ ფუა, არალეგალური ფსონების მიღების ბრალდებით დააკავეს. ტომ დუანის, ფილ აივისა და ენდრიუ რობლის მიერ დიდძალი თანხის გადახდის შემდეგ, ფუა თავდებით, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც მალაიზიის შინაგან საქმეთა მინისტრი, აჰმად ზაჰიდ ჰამიდი აცხადებს, ფუა არათუ 14K-ის წევრი, არამედ ამ დაჯგუფებასთან დაახლოებული პირიც კი არ არის.
როგორც კვლევაშია აღწერილი, კაზინოს მფლობელები სრულ ინფორმაციას ფლობენ იმის შესახებ, რომ 'ვიაიპი ოპერატორები' და კრიმინალური ტრიადები ერთად მუშაობენ. კაზინოს ხელმძღვანელობა ცდილობს, რაც შეიძლება ძლიერ დაჯგუფებასთან დაიჭიროს საქმე, რათა სწორედ ამ დაჯგუფებაზეა დამოკიდებული როგორი სტუმარი ეწვევა კაზინოს, მისი სტატუსი, ფინანსური შესაძლებლობები და ა.შ.