ონლაინ პოკერის გასული კვირის მიმოხილვა
თითოეული კვირის მიმოხილვას, რომელსაც 'ჯეოპოკერი' გთავაზობთ ორი მიზანი აქვს: ვიცოდეთ ვინ არიან ონლაინ გრაინდერები, რომლებიც სატელევიზიო ეთერებში და დიდი ტურნირების ფინალურ მაგიდებზე არ ჩანან, მაგრამ მილიონობით დოლარს გამოიმუშავებენ; და მეორე - დამწყებმა, ან მოყვარულმა ონლაინ პოკერის მოთამაშეებმა ნახონ თუ როგორია მსოფლიოს საუკეთესო პოკერისტების სვინგები, რა რაოდენობის დარიგების თამაში უწევთ და რა თანხების დაკარგვა, თუ მოგება ახლავს თან ონლაინ გრაინდინგს.
გასული კვირა ბენ Sauce123 სალსკისთვის შესაშურად წარმატებული გამოდგა. 14 სესიის განმავლობაში მან $255.433 დოლარი მოიგო. რიგით მეორე წარმატებული მოთამაშე, დენიელ აიზეკსონი იყო, რომელიც $84.310 დოლარით, სალსკისგან ძალიან შორს იმყოფება. მესამე ადგილს ტიმოფეი კუზნეცოვი იკავებს, $69.317 დოლარით 1.712 დარიგებაში. მეორეს მხრივ, კვირის ყველაზე წარუმატებელი მოთამაშე ანდრეს Educa-p0ker არტინანოა, რომლის წაგებამაც 2.911 დარიგებაში $282.953 დოლარი შეადგინა. მიუხედავად ამისა, ესპანელი მოთამაშე 2016 წლის ლიდერბორდის პირველ ადგილზეა, $637.917 დოლარიანი პროფიტით.
HighStakesDB-ის მონაცემების მიხედვით, 25 თებერვალს, პოტ-ლიმიტ ომაჰას $100/$200 თამაშზე, ერთმანეთს დენიელ აიზეკსონი და აიზიკ ჰექსტონი დაუპირისპირდნენ. სამსაათნახევრიანი თამაშის შემდეგ, აიზეკსონმა მაგიდა $84.300 დოლარის პლუსში დატოვა. ამ დუელის ერთ-ერთი დიდი დარიგება ასე გამოიყურებოდა: აიზეკსონმა ჯერ $680 დოლარამდე გაზარდა, ხოლო შემდეგ მოწინააღმდეგის $2.120 დოლარიანი რირეიზი მიიღო. A
5
3
ფლოპზე ჰექსტონმა $2.159 დადო, ხოლო აიზეკსონმა $10.795-მდე გაზარდა. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ, ჰექსტონის $27.300 დოლარიან ოლ ინს, აიზეკსონმა ქოლით უპასუხა.
დენიელ აიზეკსონი: K
7
J
3![]()
აიზიკ ჰექსტონი: Q
J
A
Q![]()
ორივე მოთამაშეს ფლეშ დრო ჰყავდა, მაგრამ აიზეკსონის მაღალი K
ჰექსტონის Q
-ს აშკარად ჯაბნიდა. მოთამაშეები თერნის და რივერის ორჯერ დარიგებაზე შეთანხმდნენ. პირველი 2
9
იყო, რამაც აიზეკსონს უკეთესი ფლეში მისცა. მეორე კი - 7
T
. ორი წყვილით პოტის მეორე ნაწილიც დენიელ აიზეკსონს ხვდა წილად.
2016 წლის ყველაზე მომგებიანი მოთამაშეების სიის სათავეში $637.917 დოლარიანი მოგებით, ანდრეს არტინანო და $335.614 დოლარით ბენ სალსკი არიან. ყველაზე წარუმატებელ მოთამაშეების პირველ და მეორე ადგილებს $558.835 დოლარიანი მინუსით ალექს მილარი და $242.695 დოლარიანი მინუსით დენიელ კეიტსი იყოფენ.





