ბრენტ რობერტსი WPT DeepStacks-ს იგებს

პენსილვანიაში, Parx Casino-ში გამართული $1.500 დოლარიანი WPT DeepStacks მეინ ივენთი, რომელზეც 696 მოთამაშე დარეგისტრირდა, ბრენტ რობერტსმა მოიგო. ტურნირის პირველი ადგილისთვის დაწესებული $205.944 დოლარი, ბრენტ რობერტსის კარიერაში, უდიდესი მოგებაა. თუმცა მისი ლაივ ტურნირების პორტფოლიო WPT-ისა და WSOP-ის ფინალურ მაგიდებს, WSOP Circuit Main Event-ის ოქროს ბეჭედსა და $1.7 მილიონ დოლარს მოიცავს. 

696 ენტრანტიდან, ფულში, 62 მოთამაშე შევიდა. ტურნირის აშკარა ფავორიტი ბრენტ რობერტსი იყო, რომელმაც ფინალური მაგიდა, საკმაოდ სოლიდური სტეკით, 40 ბიგ ბლაინდით დაიწყო. თუმცა, მაგიდიდან პირველი სამი მოთამაშის გავარდნამდე, რობერტს ერთი დარიგებაც არ უთამაშია. 75.000/150.000 ბლაინდების პირობებში, რობერტსი თამაშში მინ-რეიზით შევიდა, რასაც ორი ქოლი მოჰყვა. 366 ფლოპზე, რობერტსმა ჩექი გააკეთა, ხოლო ჯონ ლის 400.000-იანი ბეთს 1.1 მილიონიანი ჩექ-რეიზით უპასუხა. ლი დანებებას არ აპირებდა და 55-ით მაგიდაზე მთელი სტეკი შეიტანა, რაზეც რობერტსმა 88-ით მომენტალურად უპასუხა და მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. 

მეექვსე ადგილზე, ამერიკაში მცხოვრები დავით დათაშვილი გავიდა, რომელსაც ფეხდაფეხ მიჰყვა ჯონ ლი. ბრენტ რობერტსის პირველი ადგილისკენ აღებული ინერცია უკვე რთული შესაჩერებელი გახდა: 'ბატონის' პოზიციიდან, ენდი სანტიაგომ KQ-ით სმოლ ბლაინდზე მყოფ რობერტს შეუტია, რაზეც რირეიზი მიიღო. სანტიაგოს 4-ბეთს კი მომავალმა გამარჯვებულმა AA დაახვედრა და AKT38 ფლოპზე გამარჯვება მოიპოვა. პრემიუმ ხელების დაპირისპირება ამის შემდეგაც გაგრძელდა. ბლაინდების ბრძოლაში, ტომას ტომის A8-ს, რობერტსი KK-ით დაუპირისპირდა, რაც პრეფლოპ ოლინამდე მივიდა. რობერტსმა ამჯერად 44 ბიგ ბლაინდის ოდენობის სტეკი მიისაკუთრა და მაგიდიდან კიდევ ერთი კონკურენტი მოიშორა. ბრენტ რობერტსის ჩიპლიდი იმდენად დიდი და აშკარა იყო, რომ სულ რამდენიმე დარიგების შემდეგ ენდი სანტიაგო და მაიკ ჰოლენბერგიც თამაშს გარეთ დარჩნენ, რამაც ამერიკელს ტურნირის გამარჯვებულის ტიტული და $205.944 დოლარი მოუტანა.

თეგები
პოკერი WPTDeepStacks

რუმები

ქართული უცხოური