თბილისში დაგეგმილ WSOP Circuit-ს დიმიტრი ურბანოვიჩი და სტივ ო'დუაიერი დაესწრებიან

თბილისში, სპორტის სასახლეში, 3 მარტიდან 9 მარტამდე, პოკერის დიდი ღონისძიება - WSOP Circuit იგეგმება. როგორც პოკერის სერიების ორგანიზატორი, adjarabet.com აცხადებს, ფესტივალზე, მსოფლიო პოკერის ელიტაა მოწვეული, მათ შორის დიმიტრი ურბანოვიჩი, დენიელ კეიტსი, დომინიკ პანკა და Global Poker Index-ის ამჟამინდელი ლიდერი, სტივ ო'დუაიერი. 

"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ თბილისურ WSOP-ზე ამდენი უცხოელი პროფესიონალი გეგმავს დასწრებას, - ამბობს adjarabet.com-ის მარკეტინგის განყოფილების უფროსი ლაშა მაჭავარიანი, - საქართველოში პოკერი სულ უფრო პოპულარული ხდება. მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი და რეიტინგული მოთამაშეების დასწრება, ჩვენი ივენთისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოუთმენლად ველით ჩვენ სტუმრებს. ჩვენთან გამართულ ქეშ-გეიმებზე, ჯერჯერობით, უცხოელი პროფესიონალების აქტიურობა არ შეინიშნება. ვფიქრობ, პირველი ივენთის პარალელურად გამართული ქეშ-გეიმი, მათთვის საინტერესო უნდა იყოს. ჩვენ მიერ ჩატარებულ ლაივ ტურნირზე მოსახვედრ ონლაინ სატელიტებს, პოკერის ქართულ და გლობალურ სივრცეში, საკმაოდ დადებითი გამოხმაურება და დიდი აქტიურობა მოჰყვა."

იმის სადემოსტრაციოდ, თუ რამხელა პოპულარობას იძენს პოკერი საქართველოში და რამდენად სერიოზულად აღიქმება მსგავსი მასშტაბური პოკერის ფესტივალები, იანვარში ჩატარებული პრესკონფერენციაც კმარა. დაგეგმილ მოვლენას, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, 15 წუთიანი რეპორტაჟი დაუთმო, სადაც ESPN-ის წამყვანმა კარა სკოტმა, WSOP-ის ტურნირების მენეჯერმა ჯეკ ეფელმა და 2010 წლის WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებულმა ჯონათან დუჰამელმა, ქართული WSOP-ის გეგმებზე ისაუბრეს. 

თბილისურ პოკერის ფესტივალზე 6 ოქროს ბეჭდის გათამაშება იგეგმება. მათ შორის, უმნიშნელოვანეს ადგილს, რა თქმა უნდა, $1.000 დოლარიანი მეინ ივენთი იკავებს, რომელიც 6-9 მარტს გაიმართება. მთავარი ღონისძიების გარანტირებული საპრიზო ფონდი $300.000 დოლარს შეადგენს. მთლიანობაში, ტურნირების გარანტირებული პრაიზპული $700.000 დოლარი იქნება, რაც ზოგადად რეგიონისთვის, რეკორდული ციფრია. კიდევ ერთი მნიშნელოვანი ივენთი, რომელიც ფესტივალის ფარგლებში იგეგმება, $300 დოლარიანი Adjarabet Championship-ია, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი $100.000 დოლარს შეადგენს. ფესტივალი 3 მარტს, $30.000 Guaranteed WSOP Warm-Up-ით დაიწყება, რომელზე დასწრებაც, მოთამაშეებს, მხოლოდ $100 დოლარი დაუჯდებათ. 

რუმები

ქართული უცხოური