ბილ პერკინსის და დენ ბილზერიანის $1.200.000 დოლარიანი სანაძლეო
როგორც 16 თებერვალს, ბილ პერკინსის 'ტვიტერის' პოსტიდან ვგებულობთ, მასსა და დენ ბილზერიანს შორის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანაძლეო გარიგება შედგა. სანაძლეოს პირობების თანახმად, დენ ბილზერიანი ვალდებულია კალიფორნიიდან ველოსიპედით გამოემგზავროს და ლას ვეგასამდე გზას მხოლოდ 48 საათი მოანდომოს. 'პროფ ბეთის' თითოეულმა მონაწილემ, დამარცხების შემთხვევაში, მოწინააღმდეგეს $600.000 დოლარი უნდა გადაუხადოს. როგორც პერკინსი ამბობს, ბილზერიანს, სანაძლეო პირობის შესასრულებლად, ვადა 31 მაისს ეწურება. კალიფორნიიდან ვეგასამდე მანძილი 278 მილი, ანუ 447 კილომეტრია. ბილზერიანის განმარტებით კი, ის ველოსიპედზე უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში არც კი მჯდარა.
ორი ჰაისტეიკს მოთამაშისა და ბიზნესმენის შეთანხმებამდე, სანაძლეოს იდეა დენ ბილზერიანს გაუჩნდა, როდესაც მან სამანტა აბერნატის, ვეგასიდან ლოს ანჯელესში ჩასასვლელად 72 საათი მისცა, სანაცვლოდ კი $10.000 დოლარიანი 'პროფ ბეთი' შესთავაზა. როგორც პერკინსმა PokerNews-თან საუბარში აღნიშნა, ეს მისი ყველაზე დიდი და გიჟური სანაძლეოა. თუმცა, რამდენად ძვირადღირებული, ეს პერკინსის გადასაწყვეტია. რაც შეეხება ყველაზე გიჟურს, ეს უკვე საკამათოა. სწორედ პერკინსის იდეა იყო მასსა და ანტონიო ესფანდიარის შორის დადებული 'პროფ ბეთი', რომლის თანახმადაც ესფანდიარი ვალდებული იყო 48 საათის განმავლობაში ჩამუხლვებით ე.წ. 'ლანჯებით' ევლო. ვარჯიშის ეს ტექნიკა აქტიურად გამოიყენება სპორტსმენებს შორის და მისი რამდენიმეწუთიანი შესრულება, პროფესიონალი ათლეტისთვისაც კი დიდი გამოწვევაა.
ესფანდიარიმ, მართალია, სანაძლეო პირობა შეასრულა, მაგრამ მისი სახელი თითქმის ერთი თვის განმავლობაში იყო ონლაინ გამოცემების მთავარ გვერდებზე. ამის მიზეზი, ესფანადიარის სკანდალური საქციელი გახდა, რომელსაც, სავარაუდოდ, პოკერის მოყვარულები კიდევ მრავალი წელი გაიხსენებენ: სიარულის უცნაური ფორმით დაღლილმა ესფანდიარიმ, PCA-ის მეინ ივენთის დროს, ძალების დაზოგვა გადაწყვიტა და საპირფარეშოში წასვლის ნაცვლად, პირდაპირ მაგიდასთან, წყლის კონტეინერში მოშარდა. შედეგად, ლეგენდარულმა მოთამაშემ, PCA-ის ადმინისტრაციისგან დისკვალიფიკაცია მიიღო. მაშინდელი სანაძლეოს წაგება, ბილ პერკინსს, $50.000 დოლარი დაუჯდა.





