ლაივ კაზინოების მდგომარეობა ნევადასა და მაკაუში
მაკაუში მდებარე კაზინოები, შემოსავლების მხრივ, დიდ ვარდნას განიცდიან. სათამაშო ინსპექციისა და კოორდინაციის ბიუროს თანახმად, 2016 წლის იანვრისთვს, მაკაუს კაზინოების შემოსავლებმა $2.33 მილიარდი დოლარი შეადგინეს. ეს კი, გასული წლის $2.97 მილიარდ დოლარიან მაჩვენებელთან შედარებით, 21.4%-იანი ვარდნაა. უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის მაჩვენებელი, 2014 წლისას, 34.3%-ით ჩამორჩებოდა, რაც ნათლად აჩვენებს, რომ მაკაუს კაზინოები, წლიდან წლამდე, ვარდნას განაგრძნობენ.
ისიც უნდა ითქვას, რომ ინვესტორები და ფინანსური ექსპერტები, 21.4%-ის ნაცვლად, 23%-იან ვარდნას ვარაუდობდნენ, რაც არ გამართლდა. ეს კი, მართალია მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული იმედის მომცემი ნიშანი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, Las Vegas Sands Corporation-ის ხელმძღვანელი, შელდონ ადელსონი, ვარაუდობს, რომ მაკაუს შემოსავლების ყოველთვიური ვარდნა, შესაძლოა მალე დამთავრდეს და გარკვეულ სტაბილურ მაჩვენებელზე გაჩერდეს. ამის მიუხედავად, სათამაშო ინდუსტრიის სხვა ექსპერტები, მძიმე თებერვალს ვარაუდობენ - 7 თებერვალს ჩინეთის მოსახლეობა ახალ წელს აღნიშნავს, რაც სათამაშო ბიზნესითვის კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორი იქნება.
მეორეს მხრივ, მაშინ როცა მაკაუში ყველაფერი უარესდება, აზარტული თამაშების მსოფლიო დედაქალაქში, ნევადაში, ყველაფერი სხვაგვარადაა. როგორც Nevada Gaming Control Board-ის მოხსენებაშია აღნიშნული, 2015 წლის დეკემბრის შემოსავლებმა, რომელიც $982.1 მილიონ დოლარს შეადგენდა, 3.3%-ით გაუსწრო 2014 წლის დეკემბრის $950.6 მილიონიან მაჩვენებელს. რთული მისახვედრი არაა, რომ შტატის შემოსავლების ზრდაში, ლომის წილი სწორედ ლას ვეგასის კაზინოებზე მოდის, რომელთა შემოსავალი, დეკემბრის თვეში, $600.8 მილიონ დოლარს აღემატება. ვეგასის საუკეთესო კაზინოები, რომელთა სახელებიც მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი, სტაბილურ ზრდას განაგრძნობენ.





