Aussie Millions-ის მე-7 დღე
2016 წლის მიმდინარე Aussie Millions-ის ჩემპიონატის რიგით მეოთხე, $1.150 დოლარიანი პოტ-ლიმიტ ომაჰას ივენთი იაპონელმა იუკი კომ მოიგო. ფინალურ მაგიდაზე, მისი ერთ-ერთი მეტოქე 2003 წლის Aussie Millions მეინ ივენთის გამარჯვებული, პიტერ კოსტა იყო, რომელიც ტურნირს მესამე პოზიციიდან გამოეთიშა. ფინალურ ჰედს-აპზე, იაპონელმა მოთამაშემ, ილიას საგიასი დაამარცხა და პირველი ადგილისთვის, LK Boutique-ის ოქროს ბეჭედთან ერთად, $54.500 დოლარი მიიღო. ფინალური მაგიდა ავსტრალიელი მუსტაფა ჰეიდარის ჩიპლიდით დაიწყო. 2003 წლის ჩემპიონი, სუსტი სტეკის მიუხედავად, ორჯერ გადაურჩა მაგიდის დატოვებას. მათ შორის ერთ-ერთ დარიგებაზე, ახალ ზელანდიელ როჯერ სვოლფთან დიდი ბანკი გაიყო. დარიგებამ, პიტერ კოსტას ტურნირის გაგრძელების საშუალება, ხოლო ზელანდიელს - ჩიპლიდერის პოზიცია მისცა.
პირველი მოთამაშე, რომელმაც მაგიდა დატოვა ჯენს ლეიკმაიერი იყო, რომელმაც ბორდზე დადებული ორი A-ის მიუხედავად, KK-ით ოლ ინი ითამაშა. პიტერ კოსტამ კიდევ ერთ დიდ დარიგებაში მიიღო მონაწილეობა და სტეკის გასამმაგება შეძლო. თუმცა დარიგება წარუმატებელი აღმოჩნდა გერმანელი პოლ ჰოფერისთვის, რომელიც მე-8 ადგილზე გამოეთიშა თამაშს. საგიას სეტთან ჯიბის წყვილით დაპირისპირების შემდეგ, ტურნირი პანაიოტის ფლორენცომ დატოვა. ადრიან ჩინის AA მუსტაფა ჰეიდარიმ გაანადგურა და მალევე, რამდენიმე დარიგების შემდეგ, ჩინი ფინალურ მაგიდას მეექვსე პოზიციაზე ჩამოშორდა.
იუკი კომ, სტეკის შენება, სვოლფის გაგდებით დაიწყო. იაპონელმა, ახალ ზელანდიელის მეხუთე ადგილიდან გაგდების შემდეგ ჰეიდარისთვისაც მოიცალა და მისი სტეკიც მიისაკუთრა. ფინალური ჰედს-აპი, კომ, სამმაგი ჩიპლიდით დაიწყო. ავსტრალიელმა ილიას საგიასმა სტეკების გათანაბრება შეძლო, მაგრამ AA-ის სეტით, კოს სთრეითთან დაპირისპირების შემდეგ, სტეკის დიდი ნაწილი დათმო. გადამწყვეტ დარიგებაში, ავსტრალიელს ისევ AA ჰყავდა, მაგრამ ამჯერად კოს 22-იანების სეტთან დამარცხდა და თამაში მეორე ადგილზე დაასრულა, რომლისთვისაც $35.590 დოლარი მიიღო.





