ხვალ 2016 წლის Aussie Millions იწყება

ოთხშაბათს, 13 იანვარს, მელბურნში სტარტს აიღებს ლეგენდარული Aussie Millions - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო და მასშტაბური პოკერის ფესტივალი, რომელიც ორკვირანახევარი გაგრძელდება. 2016 წლის ავსტრალიურ სერიებზე, Crown Casino-ში, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებსა და პოკერის ელიტას ელიან. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც პოკერის მოყვარულმა ტურნირების ამ სერიის შესახებ უნდა იცოდეს. 

Aussie Millions უკვე 19 სეზონს ითვლის. თავდაპირველად პოკერის ფესტივალი Australian Poker Championship-ის სახელს ატარებდა, მაგრამ 2003 წლიდან, ის, Aussie Millions-ის სახელითაა ცნობილი. 1998 წლის პირველი მეინ ივენთი, რომლის ბაი-ინი $1.000 დოლარს შეადგენდა, ლიმიტირებულ ჰოლდემში ჩატარდა. მაშინდელი ტურნირი, 73 ენტრანტს შორის, ალექს ჰოროვიცმა მოიგო, $25.900 დოლარით პირველი ადგილისთვის. 

წლევანდელი ფესტივალი 24 ივენთს აერთიანებს, რომელთა ბაი-ინებიც $1.150 დოლარიდან იწყება და $250.000 დოლარამდე ადის. დაგეგმილი 24 ტურნირიდან, 18 ულიმიტო ჰოლდემში ჩატარდება. პირველი ივენთის საფასური $1.150 დოლარი იქნება და მასზე, მოთამაშეებს, 4 რებაის გაკეთება შეეძლებათ. ასევე იგეგმება პოტ-ლიმიტ ომაჰას, 8-გეიმსის და HORSE-ის ივენთები, რომელთა ბაი-ინები $1.150-დან $5.000 დოლარამდე მერყეობს. 

როგორც დეკემბერში გახდა ცნობილი, Crown Casino-სა და ჯეისონ სომერვილს შორის სპეციალური შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მოთამაშე საკუთარი თამაშის ტრანსლირებას 'ტვიჩის' საშუალებით მოახდენს. ჯეისონ სომერვილის Twitch-ის არხი, 24 იანვრიდან 1-ლი თებერვლის ჩათვლით იქნება აქტიური. "მოხარული ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა, - ამბობს სომერვილი, - პოკერის მოყვარულებს არამხოლოდ თამაშის ყურების, არამედ Crown Casino-ს შიდა სამზარეულოში ჩახედვის საშუალებაც მიეცემათ". 

ყველასთვის ცნობილი 'პოკერის ბუმის' შემდეგ, Aussie Millions-ის ტურნირებმა არნახული მასშტაბები მიიღო. 2005 წლის მეინ ივენთის გამარჯვებული, ჯამილ დია, პირველი მოთამაშე იყო, რომლის მოგებამაც $1.000.000 დოლარიან ზღვარს გადააბიჯა. მაშინდელ ტურნირზე 263 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული. შემდეგი წლის მეინ ივენთის ენტრანტების რაოდენობამ კი 418 მიაღწია და სწორედ აქ დაიწყო ყველაფერი. 2007 წელს, ლეგენდარულმა გას ჰენსენმა 746 მოთამაშეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და Aussie Millions-ის მეინ ივენთის პირველი ადგილისთვის $1.500.000 დოლარი მიიღო. შემდეგი წელი რუსი ალექს კოსტრიცინის იყო - 780 მოთამაშეს შორის პირველი ადგილი, $1.650.000 დოლარი. გასული წლის გამარჯვებული კი ავსტრალიელი მენი სტავროპულოსი გახდა, $1.385.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. მეინ ივენთის გამარჯვებულებში შეგიძლიათ ნახოთ გას ჰენსენი (დანიიდან), ალექს კოსტრიცინი (რუსეთიდან), პიტერ კოსტა და ტონი ბლუმი (დიდი ბრიტანეთიდან), მაგრამ ტურნირის პირველ ადგილამდე არასდროს მიუღწევია ამერიკელ მოთამაშეს. 

სიმართლე ითქვას, Aussie Millions ჰაიროლერ ტურნირების დაბადების ადგილად შეიძლება ჩაითვალოს. პოკერის ფესტივალი პირველი იყო, რომელმაც მოთამაშეებს ექვსნიშნა ბაი-ინი შესთავაზა. 2006 წლის $100.000 Challange-ზე, რომელიც იმ დროისთვის არნახულად ძვირადღირებული ტურნირი იყო, სულ რაღაც 10 მოთამაშე დარეგისტრირდა. საუკეთესო შედეგი ჯონ ჯუანდამ აჩვენა, რომელიც სახლში $1.000.000 დოლარით მდიდარი დაბრუნდა. 2008 წლის იგივე ივენთი ჰოვარდ ლედერერმა მოიგო, 2010-2011 წლები კი შესაბამისად - დენ შაკმა და სემ ტრიკეტმა. 2011 წელს Crown Casino ისტორიულ გადაწყვეტილებას ღებულობს და მოთამაშეებს იმ დროისთვის გაუგონარ საფასურს - $250.000 დოლარს სთავაზობს. გასაკვირი არაა, რომ დარეგისტრირებულ 20 მოთამაშეს შორის, შემდგომში ყველასთვის ცნობილი მაკაუს მილიარდერი ბიზნესმენები, რიჩარდ იონგი, პოლ ფუა და ვანგ ჰიანგი იყვნენ. 2011 წლის ივენთი ერიკ საიდელმა მოიგო, მაგრამ 2012, 2014 და 2015 წლებში ფილ აივიმ პირველობა არავის დაუთმო და მთლიანობაში $6.25 მილიონი დოლარის მოგროვება შეძლო. 

 

რუმები

ქართული უცხოური