WPT სუპერ ჰაიროლერზე აივი, დუანი და კეიტსი ითამაშებენ
როგორც 'ჯეოპოკერის' მკითხველისთვისაა ცნობილი, 3-4 იანვარს, World Poker Tour, აქამდე უპრეცედენტოდ ძვირადღირებული ტურნირის ჩატარებას აპირებს, რომლის ბაი ინი $200.000 დოლარი იქნება. ივენთის მასპინძელი Solaire Resort&Casino იქნება. გასულ კვირას ცნობილი გახდა ტურნირის 12 მონაწილის ვინაობა, რომელთა შორისაც რიჩარდ იონგი და პოლ ფუა იქნებიან. როგორც ჩანს, ჩინური წარმოშობის ჰაიროლერებს მეგობრებმაც აუბეს მხარი.
ხუთშაბათს, Poker King Club-მა კიდევ რამდენიმე მოთამაშის ვინაობა დაასახელა, რომლებიც WPT-ის სუპერ ჰაიროლერ ტურნირზე აპირებენ თამაშს. შეიძლება ითქვას, რომ საქმემ საკმაოდ სერიოზულადაა. ტურნირს მსოფლიო პოკერის საუკეთესო მოთამაშეები - ტომ დუანი, ფილ აივი, დენიელ კეიტსი, სემ ტრიკეტი, ენდრიუ რობლი, ფედორ ჰოლცი, ვივეკ რაჯკუმარი და ენდრიუ პენტლინგი შეუერთდნენ. WPT სუპერ ჰაიროლერის ენტრანტების რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. იმის წარმოასდგენად, თუ რამდენად დაუმძიმდათ საქმე ტურნირის მომავალ ენტრანტებს, საკმარისია უკანასკნელი 8 მოთამაშის საერთო მოგებას გავეცნოთ, რომელიც მხოლოდ ლაივ ტურნირებს ითვლის - $63.146.668 დოლარი.
WPT სუპერ ჰაიროლერის ერთ-ერთი სპონსორი Cali Group იქნება, რომელმაც განსაკუთრებული პრიზი დააწესა: ტურნირის გამარჯვებული არამხოლოდ საპრიზო ფონდით დადგენილ თანხას, არამედ Aurae-ის მიერ დამზადებულ, $14.000 დოლარად შეფასებულ ოქროსგან დამზადებულ MasterCard-ს მიიღებს, რომელზეც გრავიურა ხელით იქნება შესრულებული. შეგახსენებთ, რომ WPT National Philippines 2 იანვარს აიღებს სტარტს და 8 იანვრამდე გაგრძელდება.





