პრაღის EPT მეინ ივენდი გერმანელმა ჰუსეინ ენსანმა მოიგო

გერმანელმა ჰუსეინ ენსანმა უკვე ორჯერ მოახერხა EPT-ის მეინ ივენთის ფინალურ მაგიდაზე თამაში, სადაც მესამე და მეექვსე ადგილები დაიკავა. როგორც იქნა, მისმა მცდელობებმა გაამართლა - EPT-ის ფინალურ მაგიდაზე მესამედ მოხვედრა წარმატებული აღმოჩნდა! გერმანელმა მოთამაშემ პრაღაში ჩატარებული EPT-ის მოგება 1.044 მოთამაშეს შორის მოახერხა. უკანასკნელი 16 თვის განმავლობაში, ეს, მისი მესამე ფინალური მაგიდაა. 

ფინალური დღე 6 მოთამაშით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად, ჩიპების უპირატესობას აზერბაიჯანელი ილკინ ამიროვი ფლობდა, უნდა ითქვას - გამოკვეთილი ჩიპლიდერი მაგიდას არ ჰყოლია, რამდენადაც ყველას თითქმის თანაბარი ჩიპების რაოდენობა აღმოაჩნდა. თუმცა, ეს ყველაფერი ფინალური სტარტის შემდეგ შეიცვალა. თამაშის დაწყებიდან მეორე დარიგებაზე, სლავენ პოპოვმა, ფლოპზე ქუადსის დაჭერის შემდეგ, თერნზე და რივერზე, აზერბაიჯანელი მოთამაშისგან ორჯერ მიიღო ქოლი და ჩიპლიდერის პოზიცია მოიპოვა. 

მესამე დარიგება ჰუსეინ ენსენისთვის გამოდგა მძიმე, როდესაც ტრემზინის ტრიპსის სანახავად საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა. ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, რომ 1 მილიონიანი სტეკით დარჩენილი ენსენი მესამედ აპირებდა EPT მეინ ივენთის ფინალური მაგიდის დატოვებას. სწრაფ თამაშს სწრაფი ცვლილებები ახლავს თან: რამდენიმე დარიგების შემდეგ, გერმანელი მოთამაშე 55-ით, ოლივიერ ფერეროს AQ-ის წინააღმდეგ გაორმაგდა, რომელმაც მალევე დატოვა თამაში, €166.080 ევროთი მდიდარმა. ამის შემდეგ, ჰუსეინ ენსანმა როგორღაც ჩიპლიდერის პოზიციის დაკავება მოახერხა, თუმცა მალევე, მისი სტეკის ნახევარი ტრემზინმა წაიღო. 

სლავენ პოპოვის გავარდნის შემდეგ, ოთხმა მოთამაშემ საპრიზოს გადანაწილების შესახებ დაიწყო მსჯელობა, მაგრამ უშედეგოდ - წინააღმდეგი ტომას ბუცჰამერი იყო, რომელმაც ტრემზინისგან დამატებითი €5.000 ევროს მიღებაზე უარი მიიღო. შემდეგი მოთამაშე, რომელმაც მაგიდა დატოვა, სწორედ ბუცჰამერი იყო. მეოთხე ადგილისთვის, მას, €294.180 ევრო შეხვდა, რაც მისი კარიერისთვის უდიდესი მოგებაა. მესამე ადგილზე, ფინალური მაგიდის საწყისი სტადიის ჩიპლიდერი, ილკინ ამიროვი გავიდა, რომელიც A9-ით, ტრემზინის AT-ის წინააღმდეგ დამარცხდა. ის ერთადერთი აზერბაიჯანელი მოთამაშეა, რომელმაც EPT მეინ ივენთის ფინალურ მაგიდაზე თამაში შეძლო. 

ფინალური ჰედს-აპი ჰუსეინ ენსანმა 17.5 მილიონიანი ჩიპლიდით დაიწყო, გლებ ტრემზინის 13.8 მილიონიანი სტეკის წინააღმდეგ. საბოლოო დაპირისპირებამდე, გერმანელმა და რუსმა მოთამაშემ საპრიზო ფონდის ძირითადი ნაწილი გაიყვეს და სათამაშოდ €30.000 ევრო დატოვეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ორივე მათგანს გარანტირებული €724.510 ევრო ჰქონდა. 

ფინალური ორთაბრძოლა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. 5 საათიანი ჰედს-აპი ნებისმიერი თამაშისთვის საკმაოდ ხანგრძლივი სესიაა. გადამწყვეტი დღის 205-ე დარიგებაზე, გერმანელმა მოთამაშემ, რუსის რეიზს, ლიმპ-ქოლით უპასუხა. Q77 ფლოპი, სადაც ტრემზინს QJ ეჭირა, ორივე მოთამაშემ ჩექით 'გაიარა'. თერნზე დადებულ 9-ს ტრემზინის 1 მილიონიანი ბეთი და ენსენის ქოლი მოჰყვა. რივერზე დადებულ 4-ს, სიტუაცია ფაქტიურად არ შეუცვლია. ტრემზინის 1.9 მილიონიან ბეთს, ენსენმა ოლ ინით უპასუხა და მოწინააღმდეგის ქოლის შემდეგ AA აჩვენა. გლებ ტრენზინმა, მეორე ადგილისთვის, €724.510 ევრო, ხოლო ჰუსეინ ენსენმა €754.510 ევრო და EPT მეინ ივენთის ტიტული მიიღო.

რუმები

ქართული უცხოური