დენიელ ნეგრანუ 'პოკერსტარსის' ცვლილებებთან დაკავშირებით

როგორც FullContactPoker-ის ბლოგზე, დენიელ ნეგრანუ წერს, მან თვეზე მეტი მოანდომა 'პოკერსტარსის' უფროსობის გადარწმუნებას, პოკერ-რუმის ცვლილებებთან დაკავშირებით. "მე მინდოდა, რომ მოთამაშეებისთვის მიმდინარე სიახლეები, 2017 წლისთვის შეგვეთავაზებინა და არა მომავალი წლიდან, როგორც ეს გადაწყდა" - წერს მსოფლიოს უდიდესი პოკერ-რუმის სახე. შეგახსენებთ, რომ 'პოკერსტარსზე' VIP ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლითაც მაღალი ლიმიტის მოთამაშეებს მნიშვნელოვანწილად შეუმცირდებათ შემოსავალი, უამრავი ონლაინ რეგულარი გამოთქვამდა პროტესტს. მოთამაშეებმა 3 დღიანი ბოიკოტიც კი მოაწყვეს და რუმის მაღალ ლიმიტებზე თამაში შეწყვიტეს.

ნეგრანუმ, თავისი ბლოგი, Amaya Inc.-ის დირექტორის, დევიდ ბააზოვის დაცვით დაიწყო - "ის, რომ 'პოკერსტარსმა' აღნიშნული ცვლილებები გაცილებით ადრე არ განახორციელა, სწორედ ბააზოვის დამსახურება. მისი აზრით, სიახლეები, რუმის მოთამაშეებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ ყველაფრის გააზრებასა და შეგუებას, ახალი სტრატეგიების დაგეგმვასა და აწყობას, საკმაო დრო სჭირდებოდა. თუმცა, ცვლილებების აუცილებლობას ბააზოვიც აანალიზებდა." ძველი ინტერვიუების მსგავსად, ნეგრანუმ ამ ბლოგშიც გააკრიტიკა 'პოკერსტარსი' - "როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვი, პოკერ-რუმმა კომუნიკაციის არასწორი გზა აირჩია, რამაც უამრავი გაუგებრობა და უკმაყოფილება გამოიწვია."

'პოკერსტარსის' გადაწყვეტილებით, საიტზე აქტიურ ნებისმიერი მოთამაშისთვის, 4 განსხვავებული ფრიროლი შეიქმნა, რომელთა გარანტირებული საპრიზო ფონდი $1 მილიონი დოლარია. ნეგრანუს აზრით, ეს ფაქტი, მაღალი ლიმიტის მოთამაშეებს ორ მოგებას აძლევს: პირველ რიგში, ტურნირის მოგების შანსი მათთვის გაცილებით დიდია, ვიდრე დამწყები მოთამაშეებისთვის და მეორე - მსგავსი მასშტაბური და დიდი ტურნირები უამრავ ახალ მოთამაშეს მოიზიდავს, რასაც პოკერისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. 

"ბოიკოტის ერთ-ერთ მთავარ ინიციატორებს, დენი შტერნსა და აიზიკ ჰექსტონს, პოკერ-რუმის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაც კი შევთავაზე, რათა მენეჯმენტის მაღალ რგოლსა და რეგულარუ მოთამაშეებს შორის, საქმიანი დიალოგი შემდგარიყო, რომელიც პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. მინდა დავპირდე ყველა ონლაინ რეგულარს: მსგავსი რამ არასდროს განმეორდება! ძალიან მრცხვენია იმ ფაქტის გამო, რომ ისტორიაში ყველაზე წარმატებული პოკერ-რუმის გადაწყვეტილებას, რომელსაც ყველასთვის სარგებელი უნდა მოეტანა, მსგავსი გაუგებრობა და უკმაყოფილება მოჰყვა" - წერს დენიელ ნეგრანუ FullContactPoker-ის ბლოგზე. 

რუმები

ქართული უცხოური