WPT-ის ყველაზე ძვირადღირებული ტურნირი

თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც World Poker Tour-მა, ფილიპინებში დაგეგმილი ფესტივალის ფარგლებში, WPT-ის ყველაზე ძვირადღირებული ტურნირი დააანონსა, რომლის ბაი-ინი $200.000 დოლარი იქნება. WPT National Philippines 2 იანვარს აიღებს სტარტს და 8 იანვრამდე გაგრძელდება. ფილიპინური პოკერის ფესტივალის დაწყებამდე კი, WPT-ისთვის აქამდე უპრეცედენტო ბაი-ინის მქონე სუპერ ჰაი როლერის პირველი 12 მონაწილის ვინაობა გახდა ცნობილი. 

$200.000 დოლარიანი WPT Super High Roller, 2016 წლის 3-4 იანვარს, Solaire Resort&Casino-ში ჩატარდება. ყველაზე ძვირადღირებული WPT-ის ტურნირის მონაწილეები კი ჩინური წარმოშობის მულტიმილიონერი ჰაი როლერები არიან, მათ შორის რიჩარდ იონგი, პოლ ფუა და ჩინ The Chairman სი ჩინი, რომლებიც ჩინური კრიმინალური ტრიადების წევრებად მოიაზრებიან. რიჩარდ იონგსა და და პოლ ფუას, 2015 წლის დასაწყისში, კანონთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები ჰქონდათ და მათი საქმე სასამართლომდეც იყო მისული. როგორც ცნობილია, მათი თავდებით გათავისუფლებაში მონაწილეობა მიიღეს ტომ დუანმა, ფილ აივიმ და ენდრიუ რობლმა, რომლებმაც ჩინელი მეგობრებისთვის $2.5 მილიონი დოლარი გადაიხადეს. 

ამ სამეულში, განსაკუთრებული ადგილი ჩინ The Chairman სი ჩინს უკავია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არნახულად დიდ პრივატულ თამაშებში ღებულობს მონაწილეობას. როგორც WSOP-ის 2 ოქროს სამაჯურის მფლობელი ბრაიან რასტი იხსენებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი თამაში, რომელშიც მას მონაწილეობა მიუღია, სწორედ Chairman-ის მოწყობილი იყო, $2.000/$4.000 ბლაინდებით და $500.000 დოლარიანი მინიმალური ბაი-ინით. "ეს დარიგება მაისში, 2 საათიანი სესიის განმავლობაში მოხდა" - იხსენებს რასტი. Chairman-მა სმოლ ბლაინდიდან გაზარდა, რაზეც, რასტმა KK-ით, ბიგ ბლაინდიდან რირეიზით უპასუხა. 4x7J ფლოპზე, ჩინელმა ბიზნესმენმა, ჩექ-რეიზი ითამაშა. "ფლოპზე, მისი ჩექ-რეიზის შემდეგ, 3ბეტი გადავწყვიტე, - ყვება ბრაიან რასტი, - მე წარმოდგენაც კი არ მქონდა მის ხელზე. თუ კიდევ ერთი  დაიდებოდა, საკმაოდ რთული გადაწყვეტილების მიღება მომიწევდა." Chairman-მა, რასტის რირეიზს, ოლ ინით უპასუხა, ხოლო აგრესორის ქოლის შემდეგ ბანკმა $3 მილიონ დოლარს გადააჭარბა. "ყველაფერი საკმაოდ სწრაფად მოხდა, - აგრძელებს რასტი, - თერნზე და რივერზე 9x და 4x დაიდო. ვიცოდი, როგორ უყვარდა სლოუროლი. არ მინდოდა ჩემი ხელის ჩვენება, მაგრამ არც ის მინდოდა, რომ მისი დამარცხების შემთხვევაში, KK მეჩვენებინა და შეშინებული ვყოფილიყავი. შეიძლებოდა, სულაც, ამ ყველაფერს გაეღიზიანებინა. ამიტომაც გადავწყვიტე სლოუროლის ტკივილი ამეტანა." რასტმა თავისი დიდი ხელი გადმოატრიალა, Chairman-მა მაგიდას ხელი დაარტყა და 6x5x აჩვენა. მართალია, ჩინელმა ბიზნესმენმა თავისი აუტები ვერ მიიღო და დიდი თანხა დაკარგა, მაგრამ ფაქტია, რომ მას კარტის ლოდინი და ხელების მკაცრი შერჩევა ნამდვილად არ უყვარს. 

WPT სუპერ ჰაი როლერის 12 მონაწილე, რომელთა ვინაობაც ცნობილია, პოკერის მოყვარულებს ნამდვილად არ მისცემს მოწყენის საშუალებას. ასე რომ, ამ სპორტის ქომაგებს, 2016 წლის პირველ დღეებში, ძალიან საინტერესო მოვლენები ელით. 

რუმები

ქართული უცხოური