ნეგრანუ 'პოკერსტარსს' აკრიტიკებს

1 დეკემბერს, 'პოკერსტარსზე', რუსი ონლაინ რეგულარების მიერ დაანონსებული ბოიკოტი დაიწყო, რომელიც 3 დეკემბრამდე გაგრძელდება. ამ მოვლენებთან და პოკერ-რუმზე მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით, მოთამაშემ და ვიდეო ბლოგერმა, ჯო ინგრამმა, საკუთარ ონლაინ პოდკასტში დენიელ ნეგრანუ მიიწვია. 

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 1-ლი იანვრიდან, 'პოკერსტარსი', VIP პროგრამასთან დაკავშირებით გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს. პირველ რიგში, ცვლილებები შეეხებათ სუპერნოვა, სუპერნოვა ელიტისა და პლატინუმსტარის სტატუსის მქონე მოთამაშეებს - მათი შემოსავალი და ჯილდოები 10%-ით შემცირდება. მაღალი ლიმიტების ქეშ გეიმებზე კი, VPP სისტემის სრული გაუქმება იგეგმება. 

აღნიშნული გადაწყვეტილებით, უამრავი მოთამაშეა განაწყენებული, რადგან მსგავსი ცვლილებები მათ რეგულარულ შემოსავალზე იქონიებს გავლენას. სწორედ ამიტომ, ონლაინ მოთამაშეების რუსულმა ნაწილმა, უმკაცრეს ზომას მიმართა და მსოფლიოს უდიდეს პოკერ-რუმს 3 დღიანი ბოიკოტი გამოუცხადა. შეჩერებულ თამაშებს უამრავი ამერიკელი და კანადელი ჰაი სტეიკს რეგულარი შეუერთდა, მათ შორის ფილ გალფონდი, ბენ ტოლერენი, დენი შტერნი და სხვები. როგორც ამ უკანასკნელმა განაცხადა, საპროტესტო აქცია მიზნად ისახავს, რომ 'პოკერსტარსმა' დაინახოს - ისინი, საჭიროების დროს, არამხოლოდ ინდივიდუალურ მოთამაშეებს, არამედ ერთიან გუნდს წარმოადგენენ.

ჯო ინგრამიჯო ინგრამის ონლაინ პოდკასტში, დენიელ ნეგრანუმ სწორედ ეს საკითხები განიხილა და შეეცადა განემარტა, თუ რა მიზნები აქვს საიტს და რატომ ახორციელებს მსგავს ცვლილებებს. თუმცა, 'პოკერსტარსის' ერთ-ერთმა სახემ მკაცრი სიტყვებიც არ დაინანა მშობლიური რუმის მისამართით და საკმაოდ კრიტიკული ხედვებიც შემოგვთავაზა. ერთ-ერთი მკაცრი განცხადება, რაც ნეგრანუმ გააკეთა, იყო ის, რომ 'პოკერსტარსმა', მომხმარებელთან, VIP სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებული ყველანაირი კავშირი გაწყვიტა და ამით დადებული პირობა დაარღვია. 

"ეს ყველაფერი შეუსრულებელ დანაპირებს გავს, - თქვა ჯო ინგრამთან საუბრისას ნეგრანუმ, -  როგორც მახსოვს, 2015 წლის 12 ნოემბრამდე, VIP სტატუსებთან დაკავშირებით, ჩვენ საიტზე გარკვევით ეწერა თუ რა მოლოდინი უნდა ჰქონოდა მოთამაშეს. ახლა კი ყველაფერი მოულოდნელად იცვლება. გამოდის, რომ თქვენი მოქმედებების სანაცვლოდ რუმი გპირდებოდათ X-ს, ხოლო ახლა მიიღებთ Y-ს." მეორეს მხრივ, კანადელმა მოთამაშემ, მიმდინარე ცვლილებების აუცილებლობაც განმარტა: "ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს ცვლილებები გარდაუვალი იყო, გარადუვალი და აუცილებელი! ჩვენ უკვე მივეჩვიეთ წლების განმავლობაში დამკვიდრებულ VIP სისტემას. პოკერის ეკონომიკა კი იცვლება და მას ის სახე აღარ აქვს, რაც 10 წლის წინ ჰქონდა. ამიტომაც ასეთი ცვლილებები მოსალოდნელი იყო. ჩემი მთავარი პრეტენზია, რუმთან მიმართებაში, დანაპირების არშესრულებაა."

ნეგრანუს თქმით, ჯერჯერობით ყველა სიახლე, რაც მოთამაშეებმა გაიგეს - ნეგატიურ შინაარსს ატარებს. მაგრამ იგეგმება გარკვეული ცვლილებები, რომლის საშუალებითაც, პოკერ-რუმი, დამწყები მოთამაშეების დახმარებასა და მხარდაჭერას შეეცდება. "ვფიქრობ, რაც არ უნდა მოხდეს მიმდინარე ცვლილებებიდან გამომდინარე, 2016 წელს, 'პოკერსტარსს', გაცილებით მეტი ახალი მოთამაშე ეყოლება, ვიდრე 2015-ში. ჩვენი მარკეტინგი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ როგორ დაეხმარება ეს ამბავი სუპერნოვა ელიტის სტატუსის მქონე მოთამაშეებს? - ვერანაირად! დაგეგმილი ცვლილებები წლების წინ უნდა შესულიყო ძალაში. მაღალი სტატუსის მქონე მოთამაშეებზე გაცილებით დიდი თანხა იხარჯებოდა, ვიდრე დამწყებებზე. სინამდვილეში კი, პოკერ-რუმმა ის მოთამაშეები უნდა წაახალისოს, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს პოკერში და გამოუცდელობის გამო ხშირად უწევს დეპოზიტის გაკეთება."

შეგიძლიათ იხილოთ პოდკასტის სრული ვერსია

რუმები

ქართული უცხოური