WSOP-ის რეალური გამარჯვებული - აშშ შემოსავლების სამსახური
უკვე მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, თუ ვინ გახდა 2015 წლის WSOP-ის მეინ ივენთის ჩემპიონი. 24 წლის ამერიკელმა ჯო მაკკიენმა საოცარი თამაში აჩვენა და უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული მსოფლიო ჩემპიონი გახდა, რომელსაც იღბლიანის იარლიყს არავინ მიაკერებს. აღსანიშნავია ტურნირის ორგანიზატორების მიერ, მისთვის გადახდილი $7.683.346 დოლარი. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ სინამდვილეში, ყველაზე დიდი მოგება ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურმა მიიღო.
როგორც რას ფოქსი იტყობინება, ამერიკის შემოსავლების სამსახურმა (IRS), მეინ ივენთის მხოლოდ ფინალური მაგიდიდან, $8.467.091 დოლარი, ანუ 'ნოემბრის ცხრიანისთვის' შეკრებილი $24.806.976 დოლარის 34.13% მიიღო. რას ფოქსის სტატიის თანახმად, მსოფლიპ ჩემპიონს მიერ მოგებული $7.683.346 დოლარიდან, $3.073.240 შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურმა, $235.879 - პენსილვანიის შტატის შემოსავლების სამსახურმა და $76.833 დოლარი - ჩრდილოეთ უელსის სამსახურმა წაიღო. საბოლოოდ, ჯო მაკკიენს, დრამატული ბრძოლისთვის და მსოფლიო დონის მოთამაშეების წინააღმდეგ საუკეთესო თამაშისთვის $4.297.394 დოლარი შეხვდა.
მეორე და მესამე ადგილოსნებს - ჯოშ ბეკლის და ნილ ბლუმენფილდს ყველაზე ნაკლებად გაუმართლათ. ნიუ ჯერსისა და კალიფორნიის საგადასახადო სისტემის თანახმად, მათ, ყველაზე დიდი პროცენტის გადახდა დაევალათ. ნაკლებად 'დაზარალდა' ნევადის შტატის მკვიდრი, მეოთხეადგილოსანი მაქს შტაინბერგი.
გარანტირებული $1.911.423 დოლარის ნაცვლად, ოფერ ზვი შტერნს $1.011.317, ხოლო $1.426.283 დოლარის ნაცვლად, ტომას კანულის - $785.996 დოლარი შეხვდათ.
ყველაზე მეტად 72 წლის პიერ ნუვილს გაუმართლა. ბელგიასა და შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახამად, ბელგიელი მოთამაშე ყოველგვარი გადასახადისგან გათავისუფლებულია. შესაბამისად IRS-ისთვის, ნუვილს, ერთი ცენტიც არ გადაუხდია.
გასულ წელს, WSOP-ის მეინ ივენთის 'ნოემბრის ცრიანზე' შეკრებილი $28.485.673 დოლარიდან, შემოსავლების სამსახურს გაცილებით ნაკლები - $2.869.698 დოლარი ერგო, რაც მთლიანი თანხის 10%-ს ოდნავ აღემატება.