WSOP მეინ ივენთის პირველი დღე და ჯო მაკკიენის შოუ

ოთხთვიანი შესვენების შემდეგ, ლას ვეგასში დიდი პოკერი დაბრუნდა. WSOP მეინ ივენთზე დარეგისტრირებული 6.420 მოთამაშიდან, Rio-ს კაზინოს, დღეს მხოლოდ 9 მათგანი ესტუმრა, მსოფლიო ჩემპიონისა და $7.680.021 დოლარის მფლობელის ვინაობის გამოსარკვევად. 

'ნოემბრის ცხრიანის' ჩიპლიდერი 24 წლის ჯო მაკკიენია, რომელმაც მაგიდიდან სამი მოთამაშის გაგდებით კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები. პირველი მსხვერპლი პატრიკ ჩენი იყო, რომელმაც ფინალური მაგიდა მერვე პოზიციით დაიწყო. ის მხოლოდ ნახევარი ბიგ ბლაინდით უსწრებდა მაგიდის შორტ სტეკს, ფედერიკო ბუტერონის. პატრიკ ჩენის თამაშმა მხოლოდ ორი დარიგება გასტანა. მაკკიენის A4-ით გაკეთებულ ოლინს, მან, KQ-ით უპასუხა და T6539 ბორდის შემდეგ, გარანტირებული მილიონი დოლარი მიიღო. 

35-ე დარიგებაზე, იტალიელი შორტ სტეკი, ფედერიკო ბუტერონი AJ-ით, მაკკიენის AK-თან რისკის ქვეშ აღმოჩნდა. ეს მისი მეორე ოლ ინი იყო. პირველი ოლ ინი, რომელზეც არავინ უპასუხა, იტალიელმა 21-ე დარიგებაზე გააკეთა. T6397 ბორდზე, მაკკიენმა ისევ მაღალი A-ით მოიგო და ბუტერონი, რომელსაც მისი თანამემამულის, ფილიპო კანდიოს შედეგის გაუმჯობესება სურდა, უიმედოდ დატოვა. 

ფინალურ მაგიდამდე დაგროვებული ჩიპებისა და ორი მოწინააღმდეგის თამაშიდან გამოთიშვით, მაკკიენის სტეკმა, 70 მილიონი ჩიპი, ანუ თამაშში არსებული ჩიპების 40% შეადგინა. თუმცა, 24 წლის პროფესინალი, ამაზე შეჩერებას არ აპირებდა. აგრესიული თამაშით, მან, თავისი სტეკი 90 მილიონამდე გაზარდა. ფინალური მაგიდის ყველაზე ხანდაზმული მოთამაშის, 72 წლის ბელგიელი პიტერ ნუვილის სტეკი კი, სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. 72-ე დარიგებაზე, მაკკიენმა, 'კატოფის' პოზიციიდან 1.2 მილიონამდე გაზარდა, რასაც AJ-ით ბელგიელის ოლ ინი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მაკკიენი აშკარად დომინირებული იქნებოდა, ბორდის სანახავი ფასი მაინც მისაღები აღმოჩნდა და ამერიკელმა J6-ით ქოლი გააკეთა. 

QT3 ფლოპი, პიტერ ნუვილისთვის, საუცხოო აღმოჩნდა, მაგრამ თერნზე დადებულმა Q-მა სიტუაცია დაძაბა. T რივერმა კი, ამერიკელს ფლეშის დასრულების საშუალება მისცა და $1.2 მილიონი დოლარით მდიდარი ბელგიელი თამაშიდან გამოთიშა. 

ამ მოვლენებით, ფინალური მაგიდის პირველი დღე დასრულდა. მეინ ივენთის მონაწილეები თამაშს ხვალ გააგრძელებენ. დარჩენილი 6 მოთამაშიდან, ჯო მაკკიენს აშკარა უპირატესობა აქვს. ის 60 მილიონი ჩიპით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ოფერ ზვი შტერნს, რომელიც 32 მილიონიან სტეკს ფლობს. 

რუმები

ქართული უცხოური