WPT National Georgia

პირველ ნოემბერს, ევროპა-ბეთის პოკერ რუმში, სტარტი აიღო World Poker Tour-ის ქართულმა სერიებმა, რომელიც $1.000 დოლარიანი მეინ ივენთის გარდა, რამდენიმე სხვადასხვა ტურნირს აერთიანებს. როგორც მოგეხსენებათ, პოკერის ფესტივალს, ევროპა-ბეთის შუამავლობით, საქართველომ მეორედ უმასპინძლა. 

კომფორტული პირობებისა და უმაღლესი ხარისხის მომსახურების გარდა, რომელსაც სერიების ორგანიზატორები გვთავაზობენ, მოთამაშეებს კიდევ ერთი მიმზიდველი მიზეზი ჰქონდათ ტურნირებზე დასარეგისტრირებლად - ბაი-ინი საკომისიოს გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურნირებისთვის დაწესებული შესატანი თანხა მთლიანად აისახება საპრიზო ფონდში. შესაბამისად, საქართველოს დედაქალაქს უამრავი სტუმარი ეწვია. მოთამაშეების ნაციონალობა ფართო სპექტრით იყო წარმოდგენილი. აქ შეხვდებოდით სტუმრებს ამიერკავკასიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან და ირლანდიიდან. ევროპა-ბეთის პოკერ რუმმა, მოთამაშეებს, კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა - სალაროსთან, სადაც რეგისტრაცია მიმდინარეობდა, მოთამაშეებს სპეციალური სამაჯურები გადაეცათ, რომლის გამოყენებითაც კაზინოს მენიუზე 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდებოდა.

WPT National Georgia კვირას, $250 დოლარიანი Georgia Poker Championship-ით დაიწყო, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდიც $35.000 დოლარს შეადგენდა. ივენთის პირველ დღეს, ფრიროლიდან მოხვედრილი მოთამაშეების გარდა, 127 მონაწილე დარეგისტრირდა. დღის ბოლოსთვის კი, მათგან მხოლოდ 56 მოთამაშე დარჩა. პირველი დღის ჩიპ ლიდერის რანგში ყაზახი ალექსანდრ ხავანი მოგვევლინა. მოწინავე პოზიციებზე იყვნენ ასევე ქართველი მოთამაშეები: იოსებ რაჟამაშვილი, გიორგი მესხიშვილი, პაატა ხმალაძე და გიორგი ლაშხი. 

მეორე დღისთვის, ივენთის მონაწილეთა რაოდენობა 291-მდე გაიზარდა. გარანტირებული $35.000 დოლარის ნაცვლად, საპრიზო ფონდმა, $72.750 დოლარი შეადგინა. დღის ბოლოსთვის, ტურნირის ჩიპ ლიდერი უკრაინელი მიხაილო გუტი იყო. მას სამი ადგილით ჩამორჩებოდა ბაჩანა შენგელია. 

გვიანი რეგისტრაციისა და საპრიზო ფონდის საბოლოო მდგომარეობის გარკვევის შემდეგ, საპრიზო პოზიციები პირველ 36 ადგილზე გადანაწილდა. სამწუხაროდ, რევაზ გუჯაბიძე ე.წ. bubble-ზე თამაშს გამოეთიშა. ივენთის ფინალურ დღეზე 23 მოთამაშე მოხვდა, საიდანაც, ჩიპების რაოდენობით, პირველ ადგილზე რუსი ალექსეი უტივალოვი, მესამე-მეოთხე ადგილებზე კი ვაჟა ქომეთიანი და გიორგი დადეშქელიანი იმყოფებოდნენ. ათეულში შევიდნენ ასევე ლევან ხურციძე, გიორგი მევლუპიშვილი, გიორგი მესხიშვილი და თორნიკე ჭყონია.

10 კაციანი ფინალური მაგიდა, საიდანაც 6 ქართველი მოთამაშე იყო, იგორ კოჟევნიკოვის ჩიპლიდით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით, ის, მე-6 პოზიციიდან გამოეთიშა თამაშს. ბრძოლა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ინციდენტი, როდესაც გიორგი დადეშქელიანმა, მიხაილ გუტისთან წაგებული დარიგების გამო, დილერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საბოლოოდ, შორტსეკად დარჩენილმა ქართველმა, ალექსანდრ ტროფიმენკოსთან დათმო თამაში და მე-5 ადგილი დაიკავა. ივენთის საბოლოო შედეგების პირველი 10 პოზიცია შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ალექსეი უტივალოვი (რუსეთი) - $16.070

2.ალექსანდრ ტროფიმენკო (უკრაინა) - $11.275

3. მიხაილ გუტი (უკრაინა) - $7.255

4. დავით გენგაშვილი (საქართველო) - $5.370

5. გიორგი დადეშქელიანი (საქართველო) - $4.030

6. იგორ კოჟევნიკოვი (რუსეთი) - $3.220

7. ლევან ხურციძე (საქართველო) - $2.680

8. გიორგი მევლუპიშვილი (საქართველო) - $2.145

9. ლევან ტყეშელაშვილი (საქართველო) - $1.610

10. ვაჟა ქომეთიანი (საქართველო) - $1.170

ასევე პირველ ნოემბერს დაიწყო რიგით მეორე ივენთი - $100 დოლარიანი Turbo Deep Stack, 15 წუთიანი ლეველებითა და $4000 დოლარიანი გარანტირებული საპრიზო ფონდით. 114 ენტრანტის წყალობით, საპრიზო ფონდი, გარანტირებულ $4000 დოლარს ორჯერ აღემატებოდა. ტურნირის გამარჯვებული რევაზ გუჯაბიძე გახდა, $3210 დოლარით პირველი ადგილისთვის. 

3 ნოემბერს სტარტი აიღო $500 დოლარიანმა WPT Caucasus Open Poker Tournament-მა, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი $25.000 დოლარს შეადგენდა. ტურნირის ფასის ზრდამ, გემბლერები უფრო ფრთხილი გახადა. პირველი დღისთვის, 51 მოთამაშე დარეგისტრირდა, საიდანაც მხოლოდ 22-მა მათგანმა შეძლო მეორე დღისთვის ბრძოლის გაგრძელება. პირველი დღის ათეულში სამი ქართველი მოხვდა: ვალერი თორდია, გიორგი სურმავა და დავით ჭუმბურიძე. 

მეორე დღისთვის, ტურნირს, უკვე 150 ენტრანტი ჰყავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საპრიზო ფონდმა, გარანტირებულ $25.000 დოლარს სამჯერ გადააჭარბა და $75.000 დოლარი შეადგინა. საპრიზო ადგილები პირველ 18 მოთამაშეზე გადანაწილდა. ფინალურ ათეულში მხოლოდ 2 ქართველი - რევაზ გუჯაბიძე და სანდრო აპრიანი მოხვდნენ. სამწუხაროდ, გუჯაბიძე მე-10 პოზიციაზე გამოეთიშა ტურნირს.

ფინალურ სამეულში დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია. მაისში ჩატარებული WPT Georgia Poker Championship-ის გამარჯვებულმა სანდრო აპრიანმა, დენის საპჟნიკოვთან ორჯერ მოახერხა გაორმაგება : ჯერ QQ-ით  A6-ის, შემდეგ კი KJ-ით 5A-ის წინააღმდეგ. ბედბითმაც არ დააყოვნა: J52 ფლოპზე, სანდრო 52-ით, კვლავ დენის საპოჟნიკოვს დაუპირისპირდა, რომელმაც J9-ით ქართველის ოლინს უპასუხა და თერნზე და რივერზე TJ მიიღო. 

სერგეი სოკოლოვის მესამე ადგილზე გამოთიშვის შემდეგ, სანდრო აპრიანი და დენის საპოჟნიკოვი კვლავ ერთმანეთის პირისპირ დარჩნენ. ჰედს-აპი, რუსმა, ჩიპების სამმაგი უპირატესობით დაიწყო. საპოჟნიკოვის რეიზს, არპიანის J8 ოლინი მოჰყვა, რაზეც რუსმა, TT-ით მომენტალურად უპასუხა და ტურნირის გამარჯვებაც მოიპოვა. საბოლოოდ, პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. დენის საპოჟნიკოვი (რუსეთი) - $19.315

2. სანდრო აპრიანი (საქართველო) - $13.525

3. სერგეი სოკოლოვი (რუსეთი) - $8.700

4. ილია ვოლკოვი (რუსეთი) - $6.440

5. ევგენი ლეონიდოვი (რუსეთი) - $4.830

6. იგორ ეროფეევი - $3.860

7. ვლადისლავ ნაუმოვი - $3.210

8. ოლგა ერმოლჩევა (რუსეთი) - $2.570

9. სერგეი ფედიაევი (რუსეთი) - $1.930

10. რევაზ გუჯაბიძე (საქართველო) - $1.400

შეგახსენებთ, რომ WPT National Georgia მეინ ივენთმა სტარტი დღეს აიღო. ჩვენ პერიოდულად შემოგთავაზებთ ტურნირთან დაკავშირებულ სიახლეებს.

რუმები

ქართული უცხოური