Oktoberfest-ის ოქროს სამაჯური გერმანიაში რჩება

გასულ სამშაბათს, ევროპული WSOP-ის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ივენთი - €550 ევროიანი Oktoberfest გაიმართა, რომელშიც 2.144 მოთამაშე მონაწილეობდა. მოგეხსენებათ, წლევანდელი პოკერის მსოფლიო სერიების ევროპული ფესტივალი გერმანიაში, ბერლინში, კერძოდ კაზინო Speilbank-ში იმართება. პოკერს რომ ფეხბურთან ჰქონდეს საერთო, გერმანელებს კიდევ ერთი საამაყო მიზეზი ექნებოდათ - WSOP-ის ევროპული ტურნეს ყველაზე მასშტაბურ ივენთზე გათამაშებული სამაჯური გერმანიაში დარჩა! 

"წარმოუდგენელი შეგრძნებაა! არც კი ვიცი რა ვთქვა? პოკერს 2005 წლიდან ვთამაშობ და მას შემდეგ WSOP-ის სატელევიზიო ტრანსლაციების აქტიური მაყურებელი ვარ. ყოველ ზაფხულს ველოდები ამ ადამიანების ახალ მიღწევებს, ლას ვეგასის ისტორიაში მათი სახელის გამოჩენას და ისტორიის შექმნას. ახლა კი მე მათ რიგებში ვარ" - თქვა 2015 წლის WSOPE Oktoberfest-ის გამარჯვებულმა დიტრიჰ ფასტმა, რომელმაც €157.749 ევრო მიიღო. 

ფინალური მაგიდა, ბერლინის დროით საღამოს 4 საათზე დაიწყო. სტარტიდან დროის მცირე მონაკვეთში ჰარი ლოჯი AQ-ით სტივ ო'დუაიერის AK-თან დამარცხდა. ო'დუაიერმა, გაძლიერებული სტეკით აქტიური თამაში გადაწყვიტა, მაგრამ მის რეიზს, ჯორნ ვინტერმა, QT-ით შეუტია, რაზეც როდრიგო კაპრიოლიმ JJ-ის წყვილით უპასუხა. ბორდი პრემიუმ წყვილისთვის უსაფრთხო აღმოჩნდა და ვინტერმა ტურნირი მერვე ადგილზე დაასრულა. შორტ სტეკად დარჩენილმა სანდრო ვესტმა ჯერ გაორმაგება შეძლო, ხოლო შემდეგ QQ-ით, ვოიტეკ ჩერვინკას 64-ით გაკეთებული ოლ ინი მიიღო. ჩეხ მოთამაშეს ფლოპმა გატშოტით იმედი გაუჩინა, რივერზე კი დაუსრულებელი ხელი შეუვსო და დომინანტი ვესტი მეშვიდე პოზიციაზე დატოვა. 

ადრიან აპმანმა შორტ სტეკერის ბედი გაიზიარა - მუდმივი ოლ ინები, კოინ ფლიპები, ტურნირიდან გამოთიშვის შიში... მას დიდი ბრძოლა დასჭირდა ფინალურ მაგიდაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად და მხოლოდ იმისთვის, რომ ბოლოს ისევ ჩერვინკასთან ორთაბრძოლაში AA-ის წყვილს დაპირისპირებოდა. აპმანმა, ფინალური მაგიდა, მეექვსე ადგილიდან დათმო. 

სტივ ო'დუაიერი მთელი ფინალური სესიის განმავლობაში წამყვან პოზიციებს იკავებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მომავალი გამარჯვებული ორჯერ გააორმაგა, ისღა დარჩენოდა, კაპრიოლის წინააღმდეგ ფლეშის მოლოდინში მთლიან სტეკზე ეთამაშა. სამწუხაროდ მას არ გაუმართლა და ივენთს მეხუთე პოზიციაზე გამოეთიშა. 

იღბლის თვალსაზრისით, დიტრიჰ ფასტი საუკეთსო აღმოჩნდა. მას წარმოუდგენლად უმართლებდა - ჯერ A8-ით ჩერვინკას KJ დაამარცხა, ხოლო შემდეგ კაპრიოლის მიერ A4-ით გაკეთებულ ოლ ინს AA-ით უპასუხა და გადამწყვეტ ჰედს-აპზე ბრძოლაც გაინაღდა. 

გერმანელის წინააღმდეგ, ბრიტანელი ჯონ გეილი დარჩა, რომელიც კარიერაში WSOP-ის მესამე სამაჯურის მოგებას ცდილობდა. შეგახსენებთ, რომ მეორე სამაჯური მან, ტვინის სიმსივნით გამოწვეული 3 წლიანი პაუზის შემდეგ, 2015 წლის WSOP-ზე მოიგო. მიუხედავად ბრიტანელის უპირატესობისა, ფასტმა, A4-ით, ბორდზე დადებული სამი A-ის შემდეგ, ქუადსის მიღება შეძლო და გაორმაგებული სტეკით, მყარი უპირატესობა მოიპოვა. 

"დასაწყისისთვის გადავწყვიტე, რომ ჯონ გეილის წინააღმდეგ გარკვეული უპირატესობა მქონდა, - თქვა გერმანელმა, - ამიტომაც დენიელ ნეგრანუს Small-ball poker-ის თამაში ვცადე, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. მაგრამ არ დავნებდი! ბოლოსაც კი, როცა 20 ბიგ ბლაინდი მქონდა დარჩენილი, ბრძოლას განვაგრძობდი და აი მეც, WSOPE-ის ოქროს სამაჯურით."

 

რუმები

ქართული უცხოური