აარონ მერმელშტაინმა WPT Maryland Main Event მოიგო

აარონ მერმელშტაინმა WPT Maryland Live-ის მეინ ივენთი მოიგო. 28 წლის პროფესიონალმა მოთამაშემ, მერილენდში პირველად ჩატარებული WPT-ის ტიტული და $250.222 დოლარის მოგება, 337 მოთამაშეს შორის მოახერხა. WPT Borgata Winter-ის მოგების შემდეგ, ეს მისი მეორე ტიტულია, რომლის მოპოვებაც რამდენიმეთვიან შუალედში შეძლო. 

ფულისა და WPT-ის გამარჯვებულის სტატუსის გარდა, მერმელშტაინმა, CardPlayer-ის წლის საუკეთესო მოთამაშეთა სიისთვის 740 ქულა მოიპოვა და 25-ე ადგილზე გადაინაცვლა. 2015 წელს, მან, 4 ფინალური მაგიდა ითამაშა, რომლიდანაც ერთი - Seminole Hard Rock Poker Open-ის მოგება შეძლო. უკანასკნელი გამარჯვებით, მისი წლევანდელი მოგება $1.010.562 დოლარამდე გაიზარდა. 

მერილენდის WPT-ის ფინალური გზა საკმაოდ რთული იყო, რამდენადაც მერმელშტაინს ისეთი ოპონენტების დამარცხება მოუხდა, როგორებიც ჯემი კერსტეტერი, WPT-ის ორგზის გამარჯვებული - დარენ ელიასი და 2012 წლის WSOP-ის მეინ ივენთის ჩემპიონი - გრეგ მერსონი არიან. 6 კაციანი ფინალური მაგიდა, მერმელშტეინმა, ჩიპების რაოდენობით მეორე პოზიციაზე დაიწყო, პირველზე კი გრეგ მერსონი იყო. მომავალ გამარჯვებულს, სწორედ ყოფილ ჩემპიონთან დაპირისპირება მოუხდა, როდესაც ჯერ დიდი დარიგება მოუგო და ჩიპ ლიდერი გახდა, ხოლო შემდგომ მეოთხე ადგილზე თამაშიდან გამოთიშა. 

გრეგ მერსონის მაგიდიდან წასვლის შემდეგ, ზუსტად მესამე დარიგებაზე, სინ ვონგმა $105.981 დოლარით მდიდარი ანჯელკო ანდრეევიჩი გაისტუმრა სახლში და გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ჩაება. მერმელშტეინმა ჩიპ ლიდერის პოზიცია ბოლო წუთამდე შეინარჩუნა. მას მხოლოდ 18 დარიგება დასჭირდა გამარჯვების მოსაპოვებლად. ფინალურ დარიგებაზე, სინ ვონგის ბეთის შემდეგ, აარონ მერმელშტეინმა 66-ით ოლ ინი გააკეთა, რაზეც რეიზერმა A8-ით უპასუხა. K97Q5 ბორდზე ვონგს არანაირი შანსი არ ჰქონდა. მეორე ადგილისთვის, მან, $146.765 დოლარი მიიღო. 

 

თეგები
პოკერი WPT

რუმები

ქართული უცხოური