ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელში აზარტული თამაშების ლეგალიზებას გეგმავს

როგორც ჩანს, ისრაელის პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყანაში აზარტული ბიზნესის ლეგალიზების ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. ცნობილი ხდება, რომ ისრაელის მთავრობა, ქვეყანაში პირველი კაზინოს გახსნას ქალაქ ელიატში, წითელი ზღვის სანაპიროზე  გეგმავს. 

ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სატელევიზიო მაუწყებლის Channel 10-ის ცნობით, ნეთანიაჰუმ, მინისტრთა კაბინეტის წევრებს მაქსიმალურად დაჩქარებულ დროში მოსთხოვა, წითელი ზღვის სანაპიროზე, მინიმუმ ერთი კაზინოს გახსნის შესახებ პროექტის მომზადება და განხილვა. მისი აზრით, მთავრობის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი, რეალური ბრძოლის დაწყება იქნება არალეგალურ გემბლინგთან, რომელიც ისრაელის ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. გარდა ამისა, ქვეყანაში აზარტული თამაშების განვითარება, ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ ერთი დამატებითი უპირატესობა იქნება, რომელიც ისრაელის კურორტებს ახლო აღმოსავლეთის სხვა ლოკაციებიდან გამოარჩევს. 

როგორც გამოცემა The Guardian იუწყება, ტურიზმის მინისტრის, იარივ ლევინისა და ტრანსპორტის მინისტრის, ისრაელ კაცის მიერ შექმნილი საბჭო უკვე აქტიურად განიხილავს ქვეყნის ტერიტორიაზე პირველი კაზინოსთვის ხელისშემწყობ და წამახალისებელ ნაბიჯებს. ამჟამად საუბარი მიმდინარეობს იმის შესახებ, რომელი უფრო ხელსაყრელი იქნება: ადგილობრივი სასტუმროს შენობის გადაცემა, თუ სრულიად ახალი აზარტული კომპლექსის მშენებლობა?

"ამჟამად აზარტული თამაშების ლეგალიზების კონკრეტულ დეტალებზე ვმუშაობთ, - განაცხადა ლევინმა, - და როდესაც ყველა საკითხი გარკვეული გვექნება, გამზადებულ პროექტს უკვე პემიერ მინისტრს წავრუდგენთ და ქმედითი ნაბიჯების განხორციელებას დავიწყებთ. როგორც ტურიზმის მინისტრი, მე ამ ინიციატივის გულმხურვალე მხარდამჭერი ვარ."

გემბლინგის ლეგალიზება და კაზინოს გახსნა, ისრაელის მთავრობისთვის, უკვე ნაცნობი თემაა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში, კაზინო მაგნატმა და მსოფლიოს მე-18 უმდიდრესმა ადამიანმა, შელდონ ადელსონმა სცადა იგივე იდეის მიწოდება და განხორციელება, თუმცა სახალხო კრიტიკისა და აზრთა დაპირისპირების გამო, აღნიშნული ინიციატივა შეჩერებულ იქნა. 

 

რუმები

ქართული უცხოური