ჯოშუა ბეკლი Million Dollar Sunday-ის სერიებში მიიღებს მონაწილეობას

2015 წლის WSOP-ის 'ნოემბრის ცხრიანის' მეშვიდე ადგილზე მყოფი ჯოშუა ბეკლი, Americas Cardroom-ზე ყოველკვირეული Million Dollar Sunday-ის თამაშს გეგმავს. ნოემბრამდე, როცა ბეკლი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს, 24 წლის ამერიკელი პოკერის სუპერსტარი ონლაინ ტურნირებზე აპირებს საკუთარი თამაშის გაუმჯობესებას.

რაც ყველაზე აღსანიშნავია, არის ის ფაქტი, რომ ბეკლი ყოველი მისი სესიის Twitch-ზე ლაივ ტრანსლირებას გეგმავს. მისი განცხადებით, ის ყოველი ტურნირის მაქსიმალური პრიზისთვის - $200.000 დოლარისთვის იბრძოლებს და საკუთარ თამაშს WPN-ის დირექტორთან, ფილ ნეგისთან ერთად გაუწევს კომენტირებას, რომელიც თავის მხრივ, ლაივ-სტრიმის მაყურებლებიდან რამდენიმე მათგანს ფრიროლის ბილეთებს გაუგზავნის, რომლითაც 2015 წლის Punta Cana Poker Calssic-ის მეინ ივენთზე დასწრების შესაძლებლობა მიეცემათ. 

WSOP-ის ფინალური მაგიდა, ბეკლის კარიერაში, უკვე შეიძლება მის ყველაზე დიდ მოგებად ჩაითვალოს, რადგან 'ნოემბრის ცხრიანში' მოხვედრის შემდეგ, მას, მილიონდოლარიანი პრიზი გარანტირებული აქვს. მთავარი კითხვაა: შეძლებს თუ არა ის მეტის მიღწევას? აქამდე, ბეკლიმ, სატურნირო კარიერაში $221.000 დოლარის მოგროვება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ Americas Cardroom, დღესდღეისობით, ყველაზე დიდი პოკერ-რუმია, რომელიც ამერიკელ მოთამაშეებს ონლაინ პოკერის თამაშის საშუალებას აძლევს და უდიდეს ონლაინ ტურნირს სთავაზობს. Million Dollar Sundays 4 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე, ყოველ კვირას გაიმართება. 

 

რუმები

ქართული უცხოური