ვიქტორ ბლომმა 2 კვირის განმავლობაში $3 მილიონი მოიგო
უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ონლაინ პოკერის წრეებში, ვიქტორ Isildur1 ბლომი ყველაზე დაკავებული მოთამაშე იყო. აგვისტოს დასასრულს, 'ისილდურს' უკვე ჰქონდა $909.004 დოლარის პროფიტი, რითიც იმთავითვე გამარჯვებულთა სიის სათავეში მოგვევლინა. თუმცა ეს ფაქტი, შვედი მოთამაშისთვის, დასვენებისა და მოდუნების მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა. უკანასკნელი დიდი მოგების შემდეგ, 33.780 დარიგებაში, მან კიდევ $2.955.738 დოლარი მოიგო.
დიდი აპსვინგის პერიოდში, ბლომმა 'პოკერსტარსზე' $408.314 დოლარი გამოიმუშავა, რამაც იგი ერთ საიტზე მოგებული თანხის მიხედვით საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგში საგრძნობლად წინ წასწია - 'პოკერსტარსზე' მისი პროფიტი $3.364.052 დოლარს შეადგენს. შედარებისთვის: იგივე რეიტინგში, რიგით მეორე საუკეთესო მოთამაშის, ბენ Sauce123 სალსკის, 2015 წლის განმავლობაში $1.231.757 დოლარი აქვს გამომუშავებული. თანხის უმეტესობა, მან, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მოაგროვა.
'პოკერსტარსზე' მიღწეული წარმატების მიუხედავად, 'ფულტილტზე' ბლომი $1.367.244 დოლარის მინუსშია. თუმცა, ონლაინ წარუმატებლობებს თუ ვახსენებთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ წლის ყველაზე დიდი დანაკლისი, რომელიც ლეგენდარული ფილ აივის სახელზეა - ის $1.250.806 დოლარის მინუსშია 'პოკერსტარსზე' და $929.016 დოლარის მინუსში 'ფულტილტზე'.
ერთ-ერთი დიდი თამაში, რომელიც ბლომმა გამართა, შონ WithColor რაფაელის წინააღმდეგ, პოტ-ლიმიტ ომაჰაში გამართული 7 საათიანი სესია იყო, სადაც რაფაელი $700.000 დოლარით იგებდა, მაგრამ მხოლოდ დროებით - გამარჯვება, რა თქმა უნდა, შვედს დარჩა.





