სუსტი სქესის წარმომადგენლები და პოკერი - კატერინა მალასიდუ
ბერძნული წარმოშობის კატერინა მალასიდუ sit'n'go ონლაინ გრაინდერია, რომელმაც 2012 წლის შემდეგ 170.000 S'n'G ტურნირი ითამაშა და ონლაინ პოკერის ამ მიმართულებით, ყველაზე აქტიური მოთამაშის სახელი მოიპოვა. წარმატებასა და პოპულარობასთან ერთად, როგორც ხშირად ხდება, სპონსორებიც გამოჩდნენ - ამ შემთხვევაში, ბერძენი მოთამაშის სპონსორად მსოფლიოს უდიდესი პოკერ-რუმი - PokerStars მოგვევლინა.
30 წლის მოთამაშე, ამჟამად, პორტუგალიის დედაქალაქში, ლისაბონში ცხოვრობს. მისთვის ამ რაოდენობის S'n'G ტურნირების თამაში მხოლოდ პოკერის უნარებისა და შესაბამისად მოგების გაზრდის საშუალებაა და არა რეკორდის დამყარების სურვილი. "სხვა მოთამაშეებისგან ერთადერთი ინსპირაცია მაქვს - ვუყურებ როგორ თამაშობენ, როგორ აკონტროლებენ საკუთარ ბანკროლს, როგორ გადაწყვეტილებებს ღებულობენ. მაგრამ როცა საქმე ტურნირების რაოდენობას ეხება, რეალურად, ეს ჩემთვის არაფერს წყვეტს. ამ შემთხვევაში, ჩემი მთავარი კითხვაა: რამდენად გავუმჯობესდი წინა წელთან შედარებით?" - ამბობს ონლაინ გრაინდერი.
ჩვენ გთავაზობთ ონლაინ გამოცემა CardPlayer-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუს, სადაც კატერინა მალასიდუმ ისაუბრა მისი კარიერის შესახებ და თუ რისი გაკეთება შეიძლება, რათა პოკერში უფრო მეტი ქალი ჩაერთოს.
პირველ რიგში, მოგვიყევი, როგორ აღმოაჩინე პოკერი და რამ ჩაგითრია ამ თამაშში?
პოკერს, პირველად, 2010 წელს გავეცანი, როცა პორტუგალიაში გადმოვედი საცხოვრებლად. ჩემი ბოიფრენდი, ანდრე კოიმბრა, 'პოკერსტარსის' თიმ ონლაინ პროფესიონალების გუნდში შედიოდა და პირველი შეხება სწორედ მისი დამსახურებით მქონდა. თუმცა პოკერის უფრო სერიოზული თამაში 2012 წელს დავიწყე. იმ პერიოდში საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. ზოგადად, ყველანაირი თამაში მიყვარს, როგორც სამაგიდო - ასევე კომპიუტერული. პოკერში კი ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ უცხო ადამიანებთან გიწევდა დაპირისპირება და შეჯიბრი, თან ასეთი მარტივი წესების მქონე თამაშს, ძალიან დიდი და მრავალფეროვანი სტრატეგიული სიმდიდრე აქვს.
რა მიზნები გაქვს პოკერთან დაკავშირებით?
გეგმებს იშვიათად ვისახავ. პოკერს რაც შეეხება, იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ ყოველ დღე უკეთესი მოთამაშე ვხდები, ვიდრე წინა დღით ვიყავი. განვითარება, ჩემი აზრით, უმთავრესი ასპექტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოკერი ყოველდღიურად უფრო რთულდება და ვითარდება.
რა წინააღმდეგობებს ხვდებიან ქალები პოკერის თამაშისას?
როცა საქმე ლაივ პოკერს შეეხება, ცოტა არ იყოს არაკომფორტულია იმ შენობაში შესვლა და თამაში, რომელიც მამაკაცებითაა სავსე. ამ მხრივ, ონლაინ პოკერი გაცილებით ადვილია. მაგრამ ონლაინ თამაშის დროსაც, თუ გებულობენ, რომ მაგიდასთან ქალი ზის, უჩნდებათ წარმოდგენა, რომ მათზე სუსტი ხარ. ეს დიდად არ მანაღვლებს, რადგან ასეთი დამოკიდებულების ჩემ სასარგებლოდ გამოყენება საკმაოდ მომგებიანია.
სუსტი სქესის მიმართ უხეში დამოკიდებულება არ შეგიმჩნევიათ?
სიმართლე გითხრათ, ასეთი რამ არ შემინიშნავს. ვფიქრობ, თუ ვინმე ქალების მიმართაა უხეში, ის ყველასთან ასეთი იქნება. თქვენ წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელიც კარგი მანერებით გამოირჩევა, მამაკაცებისგან ბედბითს მშვიდად ღებულობს, ხელს ჩამოართმევს და უღიმის, ხოლო ქალთან დამარცხების შემთხვევაში აგრესიულად იქცევა? მაგრამ პერიოდულად, მაგიდებთან უზრდელი ხალხიც იქნება, ეს ნორმალურია.
თქვენი აზრით, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ პოკერში უფრო მეტად ჩაერთონ სუსტი სქესის წარმომადგენლები?
მანდილოსნებისთვის განკუთვნილი ტურნირები, პოკერის პრომოუტინგის ერთ-ერთი გზაა. მე ხშირად ვმონაწილეობ ასეთ ტურნირებში, რადგან ატმოსფერო საკმაოდ მეგობრულია და დამწყები მოთამაშისთვის პირველი შეგრძნებები მნიშვნელოვანია. მაგრამ, ჩემი აზრით, უმთავრესად რისი გაკეთებაც მოთამაშეებს შეუძლიათ, არის ის, რომ ქალების მიმართ იყვნენ უფრო ლმობიერები, ადვილად იკონტაქტონ მათთან მაგიდასთან, აუხსნან წესები, ან უბრალოდ ზრდილობიანად ესაუბრონ მათ. როგორც ვთქვი, პირველი შეგრძნება უმნიშვნელოვანესია - თუ ადამიანს კომფორტულად აგრძნობინებ მაგიდასთან თავს, ის აუცილებლად დაბრუნდება სათამაშოდ.





