ჯოშუა ბეკლი 'ნოემბრის ცხრიანიდან'

როგორც იცით, WSOP-ის მეინ ივენთის ფინალური მაგიდის მონაწილეები, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ნოემბერში, კვლავ შეიკრიბებიან და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისა და $7.680.021 დოლარის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ჩვენ პერიოდულად გაგაცნობთ ფინალური მაგიდის მონაწილეთა ბექგრაუნდს, ისტორიას, მიღწევებსა და მომავალ გეგმებს.

მეინ ივენთის 'ნოემბრის ცხრიანის' ერთ-ერთი ახალგაზრდა მონაწილე 24 წლის ჯოშ ბეკლია, რომელმაც მიმდინარე სერიებზე, მეინ ივენთის $1 მილიონი დოლარის გარდა, $219.526 დოლარი გამოიმუშავა. მისი საუკეთესო შედეგი 2014 წელს დადგა, როცა 23 წლის ასაკში Parx Casino Big Stax VII $1.500 event მოიგო, $98.348 დოლარით პირველი ადგილისთვის. მისი კიდევ ერთი ხუთციფრიანი თანხა $53.564 დოლარი იყო. რომელიც 2015 წლის Parx Casino Big Stax X $300 No-Limit Hold'em event-ის მესამე ადგილისთვის მიიღო. 

"ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან ჩემი კარიერის ნაწილია - უთხრა მან 'პოკერნიუსს' მეინ ივენთის ფინალური მაგიდის შესახებ, - ვგრძნობ, რომ ეს მიღწევაა. მე 16 წლის ასაკში დავიწყე თამაში მეგობრების წრეში. 2014 წელს კი ტურნირებში ვცადე ბედი და ჩემი პირველი $100.000 გამოვიმუშავე. მას შემდეგ აქტიურად ვარ თამაშში ჩართული. ძირითადად პოტ-ლიმიტ ომაჰას და $5/$10 ულიმიტო ჰოლდემს ვთამაშობ. უკანასკნელ პერიოდში, მაინც ტურნირებზე ვარ ორიენტირებული." 

მიუხედავად იმისა, რომ ბეკლი მხოლოდ 24 წლისაა, ადრეულ ასაკში დაწყებული თამაშის გამო, მას საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა - "16 წლის შემდეგ მილიონობით დარიგება მაქვს ნათამაშები. არავინ დამხმარებია, არავის მოუცია რჩევები. გაკვეთილებს მხოლოდ ჩემი სესიებიდან და ინტერნეტიდან ვღებულობდი." 8 წლის განმავლობაში ონლაინ გრაინდინგის მიუხედავად, მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი მას ჯერ კიდევ წინ აქვს - რამდენიმე თვეში მას პოკერის ნებისმიერი მოყვარულის ოცნება აუხდება - მან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მაგიდაზე უნდა ითამაშოს. "შემდეგი თვეებისთვის არაფერი არ დამიგეგმავს. ალბათ დასასვენებლად წავალ მეგობრებთან ერთად და ფინალურ მაგიდაზე მოხვედრით გამოწვეულ სიხარულს, დაძაბულობასა და სტრესს ცოტათი განვმუხტავ. ნოემბრამდე კი, ონლაინ თამაშს და ფორმაში ჩადგომას ვაპირებ." 

8 ნოემბერს, ბეკლი ფინალურ მაგიდას დაუბრუნდება 11.8 მილიონი ჩიპით, რომელიც 29 ბიგ ბლაინდია. ამ სტეკით, ის, 9 მოთამაშიდან მე-7 ადგილს იკავებს, თუმცა ამ გარემოებაში ის საპრობლემოს ვერაფერს ხედავს - "ვფიქრობ ერთი გაორმაგებაც საკმარისია, რომ ნორმალური თამაში ვაჩვენო. უკვე რამდენჯერმე ვიყავი შორტ სტეკი და საკმაოდ მძიმე სიტუაციაში, მაგრამ ვფიქრობ, შესაფერისი მომენტის შერჩევა კარგად გამომდის."

როცა მეინ ივენთი ფინალური სტადიისკენ წავიდა, ბეკლის, ტურნირის ჩიპ ლიდერთან - ჯო მაკკიენთან ერთად მოუწია ერთ მაგიდაზე თამაში, რომელიც დიდი სტეკის გამოყენებით საკმაო აგრესიას ავლენდა მოთამაშეების მიმართ. "რასაც მე ვცდილობდი, იყო ის, რომ მეთამაშა კონკრეტულად ჯოს წინააღმდეგ. ვიცოდი, რომ სტეკის გამოყენებას შეეცდებოდა და ბევრ დარიგებას ითამაშებდა. ამიტომაც სწორედ მასზე თამაში გადავწყვიტე. Parx-ში ჯო მაკკიენთან ერთად ბევრი მითამაშია. ვიცოდი, რომ ბლაინდების ზრდასთან ერთად სტეკი მიმცირდებოდა და თუ რამეს არ მოვიმოქმედებდი, ვინმე იძულებული იქნებოდა ჩემი ოლ ინი ნებისმიერი ორი კარტით მიეღო. საბოლოოდ მე ფინალურ მაგიდამდე მივაღწიე და რა თქმა უნდა, ბრძოლას ვაპირებ."

 

რუმები

ქართული უცხოური