ფრანგი ლორენ პოლიტო, 2 წლის განმავლობაში, 4 WPTN ტიტულს იგებს
ფრანგმა ლორენ პოლიტომ, 2 წლიან შუალედში, მეოთხე World Poker Tour National-ის მეინ ივენთის მოგებით, კიდევ ერთი ფურცელი დაწერა მსოფლიო პოკერის ისტორიაში. პოლიტოს უკანასკნელი დიდი გამარჯვება კვირას, 19 ივლისს, ქალაქ ბრიუსელში, კაზინო Viage-ში მოხდა, როცა ფრანგმა მოთამაშემ €700 ევროიანი WPTN მეინ ივენთის ტიტული და €56.500 ევრო მოიგო. HandMob-ის სტატისტიკის მიხედვით, უკანასკნელი გამარჯვებით, პოლიტომ, საფრანგეთის ყველაზე წარმატებულ მოთამაშეთა სიაში ორი ადგილით წაიწია წინ და ახლა ის, $1.291.446 დოლარით, 29-ე პოზიციას იკავებს.
ნაციონალური WPT-ის მოგება, პოლიტომ, 438 მონაწილეს შორის მოახერხა, რომელთა შორის ისეთი მოთამაშეები იყვნენ, როგორებიც 2015 წლის Winamax პოკერ ტურის ფინალისტი ელ მუსტაფა ედროუ, WPTN-ის გამარჯვებული ჰაინრიხ პაუკერი და 2015 წლის Sismix-ის ჩემპიონი ჯერომ სორანო არიან. პოლიტო საოცრად წარმატებული კარიერა, მსოფლიო პოკერის ტურზე, 2013 წელს დაიწყო, როდესაც ფრანგმა, ლეგენდარულ Aviation Club de France-ში ჩატარებული WPTN-ის მოგება შეძლო. ტურნირზე 391 მოთამაშე დარეგისტრირდა, ხოლო პირველი ადგილისთვის, პოლიტოს €86.000 ევრო შეხვდა.
7 თვის შემდეგ, პოლიტომ პოკერის წრეები შემდეგი მოგებით გააოცა, როდესაც მან პარიზში ჩატარებული WPTN მეორედ მოიგო, ამჯერად €140.000 ევროთი პირველი ადგილისთვის. ფინალურ ჰედს-აპზე მან, იტალიური პოკერის ამომავალი ვარსკვლავი, კარლო სავინელი დაამარცხა.
WPT-ის გარდა, ლორენ პოლიტოს საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს. 2012 წელს, ბარსელონაში ჩატარებულ $10.000 დოლარიან EPT ჰაი როლერზე, მან, მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო იმავე წელს EPT-ის მეინ ივენთზე - მე-9.





