ფილ ლააკის პირველი ქეში WSOP-ის მეინ ივენთზე

მრავალთაგან, ერთ-ერთი პროფესიონალი მოთამაშე, რომელიც WSOP-ის მეინ ივენთზე ჯერ კიდევ ინარჩუნებს საშუალო სტეკს, სამაჯურის მფლობელი და ერთ-ერთი საუკეთესო ქეშ გეიმერი, ფილ ლააკია. არნახულად წარმატებული კარიერის მიუხედავად, ეს მისი პირველი ქეშია მეინ ივენთზე. შაბათისთვის, როცა ტურნირზე მხოლოდ 500 მოთამაშე დარჩა, ლააკი სოლიდური სტეკის მფლობელი იყო. 

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ორი ტურნირის თამაში გიწევს, - ამბობს ლააკი, - ერთ ტურნირს ფულში შესვლამდე თამაშობ, მთავარი კი ამის შემდეგ იწყება." შაბათამდე, მოთამაშეებს მძიმე და დამღლელი სამი დღე ჰქონდათ, მაგრამ ლააკი, რომელსაც გინესის რეკორდი აქვს დამყარებული პოკერის ყველაზე ხანგრძლივი სესიისთვის, სულაც არ ჩანს დაღლილი - "პოკერი მთლიანად ადრენალინზეა დამოკიდებული. აქ ელემენტები და ენერგია არაფერში გჭირდება." შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ზაფხულში, ფილ ლააკმა, კაზინო 'ბელაჯიოში', $10/$20 ლიმიტზე შეუსვენებლად 115 საათი ითამაშა და $6.766 დოლარიანი პროფიტი აჩვენა. 

5 წლის წინანდელი გამოცდილება, რომლითაც ბევრი მოთამაშე ვერ დაიტრაბახებს, ლააკისთვის ნამდვილად გამოსადეგი იქნება. საკითხავია, რამდენად შეინარჩუნა იგივე აზროვნება და ჟინი მოთამაშემ 5 წლის შემდეგ, რომელმაც წარმოუდგენლად ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ყოველგვარი შესვენებისა და ძილის გარეშე, მას სიმტკიცე, სიმშვიდე და რაციონალურობა შეუნარჩუნა? 

"მე ნებისყოფის ისეთი ტექნიკა გამოვიმუშავე, რომლის არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი. დაახლოებით ისე ვგრძნობ თავს, როგორც ნეპალელი ბრეტარიანელები. მართალია ჯერ საჭმლისა და წყლის გარეშე ვერ ვძლებ, მაგრამ ძალიან დიდი ნებისყოფა მაქვს. ნელ-ნელა ვისწავლე ყველაფრის პერსპექტივაში დანახვა, რაც ბედ ბითების და ქულერების ადვილად გადატანაში მეხმარება. როცა ATV-ზე დავშავდი, ვიცოდი, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. ამ ინციდენტამდე ბევრი ტრავმა მქონდა გადატანილი, ზოგი სკეიტბორდზე, ზოგი ველოსიპედზე ან მოტოციკლზე. პირველი, მაშინ შევნიშნე, იყო ჩემი თვალის დაზიანება. აშკარად ვგრძნობდი, როგორ ეკიდა კანი და როგორ ამომევსო თვალი ქვიშით. მაგრამ შემდეგ მივხვი, რომ ვხედავდი. მაშინ, სიხარულისგან ტირილი დავიწყე. ეს ყველაფერი ჩემი უნებისყოფობის ბრალი იყო." 

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს, ფილ ლააკი, ანტონიო ესფანდიარი, ბრაიან რასტი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე, კვადროციკლებით სამოგზაუროდ გაემგზავრნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში, მათ ქვიშის ზედაპირზე გადასვლა მოუხდათ, სადაც დიდი ჩაღრმავება აღმოჩნდა, რომელსაც ვერცერთი მათგანი ვერ შეამჩნევდა. საუბედუროდ, დიდი სიჩქარისა და მსგავსი დაბრკოლების გამო, ფილ ლააკმა მრავლობითი მოტეხილობა და მარჯვენა თვალის დაზიანება მიიღო. 

რუმები

ქართული უცხოური